რობერ პირესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
წარსულში ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების გამორჩეულმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა საფეხბურთო კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა.

პირესმა პროფესიულ დონეზე თამაში "მეცში" დაიწყო, შემდეგ იყო "მარსელი", 2000-06 წლებში კი ის "არსენალში" თამაშობდა.

საფრანგეთის ნაკრებში მან 79 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. პირესის კარიერის ბოლო კლუბი ინდური "გოაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული