ტური "ბოლეინ გრაუნდზე" გაიხსნება, სადაც "ვესტ ჰემი" "სანდერლენდს" მასპინძლობს. შეიხუ კუიატეს წითელი ბარათი გაუუქმეს და სლავენ ბილიჩი სენეგალელსაც დაიხმარს. ასე რომ, ლონდონელები საბრძოლო შემადგენლობით იქნებიან. მასპინძლებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელოდებათ, რადგან "შავი კატები" ბოლო დროს ფორმაში არიან.
სათამაშო ფორმას იბრუნებს "სტოკიც" და ამის დემონსტრირებას წყალწაღებულ "ასტონ ვილასთან" საკუთარ "ბრიტანიაზე" შეეცდება. ასეთივე გამოკვეთილ ფავორიტად
"ბორნმუთმა" კარგი სერია გამოაცხო და გასავარდნ ზონას ცოტათი კი მოწყდა, მაგრამ ახლა სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა და "ალუბლებმა" ქულების დაგროვება უნდა გააგრძელონ თორემ ედი ჰაუს და მის ბიჭებს ისევ დიდი ნერვიულობა მოუწევთ. მეორე მხრივ, "უოტფორდთან" საგარეო თამაშში ქულაც მისაღები შედეგია.
"საუთჰემპტონმა" ძველი სილაღე დაიბრუნა, ხოლო "ჩელსი" გუს ჰიდინკის ხელში გაცილებით უკეთ გამოიყურება და ამ ყოველივეს გათვალისწინებით, "სენტ მერიზე" თვალსასეირო მატჩი უნდა ვნდა ვნახოთ. ორი ჰოლანდიელი სპეციალისტი - რონალდ კუმანი და ჰიდინკიც ამის გარანტიას იძლევიან.
"ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" შეეცდება "კრისტალ პალასი" დაიბრიყვოს და კიდევ უფრო მოშორდეს სახიფათო ზონას. თუმცა ალან პარდიუს თვით ტონი პულისის დასაბრიყვებელი არაფერი ჭირს და დროა, "არწივებმა" ცხრა-ტურიან მოუგებელ სერიას დაუსვან წერტილი. ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ასოციაციის თასზე "ტოტენჰემის" გამოგდებამ, თანაც "უაით ჰართ ლეინზე", "პალასს" თავდაჯერება შეჰმატა.
"დეზები" ვახსენეთ და მაურისიო პოჩეტინოს კლუბი "სუონსის" დაუხვდება. ეს ორი ჩინებული და სხვადასხვა თაობის ტაქტიკოსის დუელი გახლავთ - ახალგაზრდა არგენტინელი, მისი ასაკის გამოცდილების მქონე იტალიელ ფრანჩესკო გვიდოლინს შეებმება. ფავორიტი რასაკვირველია, "ტოტენჰემია", რომელიც პირველ ადგილზე გადასვლას ლამობს, მაგრამ "თეთრმა გედებმა" ფრთები თუ გაშალეს...
ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზეა", სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" შეეჭიდება. ლუი ვან გაალი ხავსს ეჭიდება და ეცდება ამ მატჩის მოგებით კიდევ ცოტა ხანი გააჩუმოს კრიტიკოსები, თანაც პირველ წრეში "ემირატებზე" შერცხვა - 0:3. საერთოდ, "მეთოფეებს" 2015 წლამდე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ მანჩესტერელებთან, ახლა კი 3 თამაშია, არ წაუგიათ მათთან - თასზე და ჩემპიონატში თითოჯერ მოუგეს და ერთი პრემერლიგური შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
არსენ ვენგერის "მეზარბაზნეთა არმიამ" "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობება, შესაბამისად, გუნდმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ჩემპიონატს, სადაც, ბოლო წლებში პირველად, გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
1998 წლის მერე "არსენალს" "მანჩესტერთან" სეზონში დუბლი არ შეუსრულებია და ამის გაკეთება ახლა შეუძლია. ერთ-ერთი მთავარი იარაღი კი შესაძლოა, "წითელი ეშმაკების" ყოფილი თავდამსხმელი დენი უელბეკი იყოს, სხვა ლიდერებს რომ თავი დავანებოთ.
შაბათი. 27 თებერვალი
ვესტ ჰემი-სანდერლენდი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიდი, ო’ბრაიენი, ჯენკინსონი, ტომკინსი - ჯონსი, უოტმორი, ლენსი, ლარსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +23 =20 -24 (95-98)
სტოკი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: - ჯ. აიუ
ტრავმა: გივენი, ადამი, უილსონი - გრილიში, სანჩესი, კოზაკი, ადამა ტრაორე, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +29 =24 -46 (116-172)
უოტფორდი-ბორნმუთი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯილმარტინი, ეკსტრანდი - გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =1 -0 (1-1)
საუთჰემპტონი-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: ვანიამა -
ტრავმა: - ტერი, ზუმა
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +2 =4 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 65 თამაში: +19 =18 -28 (85-103)
ლესტერი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შლუპი - უისდომი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7 =4 -10 (27-30)
ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 21:30
დისკვალიფიკაცია: - სუარე
ტრავმა: მაკკოლი, მაკმანამანი, მორისონი - პანჩონი, აპია, მაკარტური
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +9 =5 -5 (27-25)
კვირა. 28 თებერვალი
ტოტენჰემი-სუონსი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლორისი (?) -
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +9 =2 -2 (22-14)
მანჩესტერი-არსენალი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ხეა (?), დარმიანი, რუნი (?), იანუზაი, ჯონსი, შვაინშტაიგერი, იანგი, შოუ, ვალენსია - როსიცკი, კასორლა, ოქსლეიდ -ჩემბერლენი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 173 თამაში: +72 =42 -59 (260-233)
ლივერპული-ევერტონი გადაიდო
ნიუკასლი-სიტი გადაიდო
ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოსტა (ჩელსი); 9 - ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 8 - ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი), ტროი დინი (უოტფორდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"