"მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" ლაპორტასთვის ბრძოლა მოუგო

AutoSharing Option
"ბილბაოს" მცველი ემერიკ ლაპორტა კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისურმა გუნდმა მცველისთვის ბრძოლა კატალონიის "ბარსელონას" მოუგო. კატალონიელები ფეხბურთელს 2 სეზონის მანძილზე აკვირდებოდნენ და წელს მის შეძენასაც გეგმავდნენ, თუმცა გადამწყვეტი როლი ლაპორტას "სიტიში" გადასვლაში პეპ გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ ითამაშა.

კონტრაქტის მიხედვით, ლაპორტას სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული