პრემიერლიგა. XXVII ტური: ვან გაალის საიდუმლო იარაღი [VIDEO]

AutoSharing Option
* მარკუს რაშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით სადებიუტო მატჩში პრემიერლიგაში დუბლი და საგოლე პასი შეასრულა.

* ფრეიზერ ფორსტერის 6-მატჩიანი მშრალი სერია "ჩელსიმ" შეწყვიტა.

ევროზონასთან მოთამაშე "ვესტ ჰემმა" მაიკლ ანტონიოს ეული გოლით მოიგო. ფორმაში მყოფმა შემტევმა ნახევარმცველმა ფლანგიდან ცენტრისკენ შეისეირნა და შორეულ დაბალ კუთხეში კოხტა დარტყმით ჩასვა ბურთი. შემდგომ კი ისე სახალისოდ აღნიშნა... აღწერა არ ღირს, არც გამოვა.

ერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი ლიდერი "ლესტერისა" და აუტსაიდერი "ნორვიჩის" დაპირისპირებაშიც. "მელიებმა" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მატჩი ჩაატარეს და უძვირფასესი ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყვნენ,
არადა, მოგება ძალიან სჭირდებოდათ... ნანატრი ბურთი მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ლეონარდო ულოამ შეაგდო, რომელიც მარკ ოლბრაიტონის გადაცემას გამოეხმაურა.

"ბრიტანიაზე" მარკო არნაუტოვიჩმა ორჯერ გაისროლა და ეს საკმარისი გამოდგა საბრალო "ასტონ ვილას" დასამარცხებლად.

შეინ ლონგის წყალობით, "საუთჰემპტონი" 70-ე წუთამდე მშვიდად უგებდა "ჩელსის", მაგრამ მერე ლონდონელებმა მატჩი მოატრიალეს. სესკ ფაბრეგასმა უბრალოდ ჩააწოდა, ბურთს კი ვერავინ შეეხო, რამაც ფრეიზერ ფორსტერი დააბნია და ამ მშვენიერი მეკარის მშრალი სერიაც ასე შეწყდა. ბოლოს კი "ბებერმა მგელმა" ბრანისლავ ივანოვიჩმა ვილიანს აქტიურობა დაუფასა და "ჩელსის" 3 ქულა მოუტანა. პრემიერლიგაში ლონდონელების წაუგებელი სერია გრძელდება. გუს ჰიდინკს, მეორედ მისვლის მერე, ინგლისის ჩემპიონატში ჯერ თამაში არ წაუგია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვესტ ბრომვიჩი" ძალიან წყნარად და მშვიდად უგებდა "კრისტალ პალასს", მაგრამ შემდეგ კონორ ვიქჰემს გაახსენდა, რომ კარგი ფეხბურთელია და გოლების გატანა ევალება, თან შეუძლია. ვიქჰემმა ჯერ "ალბიონის" ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა, მერე კი ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ "არწივებმა" მეტი ვეღარ გააკეთეს. "პალასს" უკვე 10 ტურია, არ მოუგია.

"ტოტენჰემმა" "სუონსისთან" შეხვედრაში 34-ჯერ (!) დაარტყა მეტოქის კარისკენ და დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაურისიო პოჩეტინოს მაინც გაუჭირდა ფრანჩესკო გვიდოლინის ტაქტიკურ ხლართებთან გამკლავება.

ალბერტო პალოსკის გოლით "თეთრი გედები" იგებდნენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ 70-ე წუთამდე გაძლეს. შეცვლაზე შესვლიდან 7 წუთში ნასერ შადლიმ კაილ უოკერის პასით გაათანაბრა, ხოლო 77-ეზე დენი როუზმა უაღრესად მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაახუტა "დეზებს".

თვით დიდი ექსპერიმენტატორი ლუი ვან გაალიც კი გაკვირვებული იქნებოდა თავისი გუნდის შემადგენლობით "არსენალთან" შეხვედრაში. ჰოლანდიელს იმდენი ფეხბურთელი აკლდა, რომ "მეთოფეებსაც" "შეშურდებოდათ". მეორე მხრივ, ეს უკეთესიც კი გამოდგა, რადგან ასეთი ლაღი "წითელი ეშმაკები" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის მერე იშვიათად თუ გვინახავს.

18 წლის თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა, "მიდტიულანდთან" ევროპალიგის მატჩისა არ იყოს, მორიგი ზღაპრული შეხვედრა ჩაატარა და სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა - ორი თავად გაიტანა, მესამე კი ანდერ ერერას გაატანინა. "არსენალის" მხრიდან თავი ექსმანჩესტერელმა დენი უელბეკმა გამოიჩინა მესუთ იოზილის პასით, რასაც თავად იოზილის გოლი მოჰყვა.

თუმცა არსენ ვენგერის ბიჭები მთლიანობაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მეტი ვერაფერი შემოგვთავაზეს, ქულაც კი ვერ აიღეს და არც ეკუთვნოდათ.

ასე რომ, ლონდონელებმა კიდევ ერთხელ დაყვინთეს, მანჩესტერელებმა კი მხურვალე აპლოდისმენტებისა და ოვაციების ფონზე დატოვეს "ოცნებების თეატრი". ვან გაალს კი "ოსკარი" ეკუთვნოდა იმისთვის, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის მეტოქის უხეშობის ინსცენირება მოახდინა და სარბენ ბილიკზე წამოწვა, რითაც ყველას ღიმილი მოჰგვარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

27 თებერვალი
ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 ანტონიო (30)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ბირამი, კოლინსი, ოგბონა, კრისუელი - ნოუბლი (82. ობიანგი), კუიატე, ლანსინი (65. მოზესი) - ანტონიო, პაიე, ემენიკე (59. კეროლი)
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ო’ში, ვან ანჰოლტი - კირკხოფი - მ’ვილა, კატერმოლი (65. როდუელი), ნ’დოი, ხაზრი - დეფო
გაფრთხილება: ბირამი -
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 11-9 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 9(3)-13(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 34 946

უოტფორდი-ბორნმუთი 0:0
უოტფორდი (4-4-2): გომესი - პარედესი, კატკარტი, ბრიტოსი, აკე - კაპუ (57. სუარესი), უოტსონი, ბეჰრამი, ამრაბატი (83. აბდი) - დინი, იგალო
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი, რიტჩი (86. მარეი), არტერი, სტანისლასი (23. გრადელი) - კინგი - აფობე (74. გოსლინგი)
გაფრთხილება: უოტსონი, ბეჰრამი, კატკარტი - სურმენი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 14(1)-11(3) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 20 831

სტოკი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (51-პენ.), 2:0 არნაუტოვიჩი (56), 2:1 ბაკუნა (79)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი, კემერონი, ვოლშაიდი, პიტერსი - უელანი, იმბულა - აფელაი (71. ბოიანი), შაქირი, არნაუტოვიჩი (89. დიუფი) - უოლტერსი (71. ხოსელუ)
ასტონ ვილა (4-3-3): ბანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ვერეტო (77. ჟესტედი), გეიე, ვესტვუდი - ხილი (58. სინკლერი), ბაკუნა, აგბონლაჰორი
გაფრთხილება: - გეიე, ჰატონი, ოკორე
კუთხური: 11-0 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 11(3)-5(1) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 27 703

საუთჰემპტონი-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ლონგი (42), 1:1 ფაბრეგასი (75), 1:2 ივანოვიჩი (89)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - სედრიკი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - კლასი, რომეუ - ტარგეტი (89. უორდ-პრაუსი), დევისი, ლონგი (69. პელე) - ოსტინი (79. მანე)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბა (46. კენედი) - მიკელი, ფაბრეგასი - ვილიანი, პედრო (7. ოსკარი), აზარი (90+3. მატიჩი) - დიეგო კოსტა
გაფრთხილება: დევისი, ბერტრანი, კლასი - დიეგო კოსტა
კუთხური: 7-8 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 7(2)-16(4) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 31 688

ლესტერი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ულოა (89)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ამარტეი (78. ულოა), მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, კანტე (70. კინგი), ოლბრაიტონი - ოკაზაკი (69. შლუპი), ვარდი
ნორვიჩი (4-4-1-1): ჯ. რადი - ივო პინტუ, ბენეტი, მარტინი, კლოზე (90+2. მბოკანი), ბრეიდი - ტეტი, რედმონდი, ჰოუსონი, ნეისმიტი (82. ჯერვისი), - ჰულაჰანი - ჯერომი (90+2. ბამფორდი)
გაფრთხილება: - ნეისმიტი, ბენეტი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 9-11 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 13(3)-9(1) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 32 114

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 1:0 გარდნერი (12), 2:0 დოუსონი (20), 3:0 ბერაჰინო (31), 3:1 ვიქჰემი (48), 3:2 ვიქჰემი (80)
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ბრანტი (44. ჩესტერი) - ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი - სესენიონი (75. მაკლინი), ბერაჰინო, რონდონი (87. სანდრო)
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - კელი, დანი, დელანი, უორდი - ზაჰა, კაბაი (80. გეილი), ლედლი (81. იედინაკი), მატჩი - ვიქჰემი, ადებაიორი (46. ბოლაზი)
გაფრთხილება: დოუსონი, ჩესტერი - ადებაიორი, კაბაი
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 14-16 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 11(5)-15(2) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 806

28 თებერვალი
ტოტენჰემი-სუონსი 2:1
გოლები: 0:1 პალოსკი (19), 1:1 შადლი (70), 2:1 როუზი (79)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი - ალი, დაიერი - ლამელა (63. შადლი), ერიკსენი, სონი (75. მეისონი) - კეინი (84. ონომა)
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ბრიტონი (75. ფერი), კი (83. გომისი) - სიგურდსონი - ა. აიუ, პალოსკი (88. ბეროუ)
გაფრთხილება: როუზი, უოკერი - უილიამსი, პალოსკი, ა. აიუ
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 34(14)-10(4) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 992

მანჩესტერი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 რაშფორდი (29), 2:0 რაშფორდი (32), 2:1 უელბეკი (40), 3:1 ერერა (65), 3:2 იოზილი (69)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვარელა, კერიკი, ბლინდი, როხო (55. ფოსუ-მესა) - შნეიდერლენი - ერერა (90+5. ვეირი), ლინგარდი, დეპაი, მატა - რაშფორდი (80. იანუზაი)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, კოკლენი (70. ელნენი) - უელბეკი (83. აივობი), იოზილი, სანჩესი - უოლკოტი (63. ჟირუ)
გაფრთხილება: ვარელა. კერიკი, ერერა, იანუზაი - რემზი, ელნენი, იოზილი
კუთხური: 2-3 ჯარიმა: 21-15 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 7(5)-13(5) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 75 329

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოსტა (ჩელსი); 9 - ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი); 8 - ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი), ტროი დინი (უოტფორდი).

მომდევნო ტური
1-ლი მარტი:
ნორვიჩი-ჩელსი, სანდერლენდი-კრ. პალასი, ასტონ ვილა-ევერტონი, ბორნმუთი-საუთჰემპტონი, ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი

2 მარტი:
არსენალი-სუონსი, ვესტ ჰემი-ტოტენჰემი, სტოკი-ნიუკასლი, ლივერპული-სიტი, მანჩესტერი-უოტფორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული