პრემიერლიგა. XXVIII ტური: ეწევიან ვარდის, ეწევიან "ლესტერს"... [VIDEO]

AutoSharing Option
"ნორვიჩთან" მატჩისგან განსხვავებით, "ლესტერი" "ვესტ ბრომვიჩთან" დიდ უპირატესობას ფლობდა და სწრაფი გოლის გაშვების მიუხედავად, პირველივე ტაიმში გავიდა წინ.

თუმცა მერე ძალიან კარგ ფორმაში მყოფმა კრეიგ გარდნერმა ჯარიმა უზადოდ შეასრულა და გაათანაბრა. ტონი პულისის "ალბიონმა" თავის სტილში, სულ სამჯერ დაარტყა ზუსტად და ორჯერ გაიტანა.

"მელიებმა" კი ორჯერ ხარიხას გაარტყეს, რამდენჯერმე ბენ ფოსტერს ვერ აჯობეს, რამდენჯერმე უბრალოდ ააცილეს... და ძვირფასი ორი ქულაც დაიკარგა. თუ "ტოტენჰემი" დღეს "ვესტ ჰემს" მოუგებს, პირველზე გადავა.

"ჩელსის" კარგი სერია აუტსაიდერ "ნორვიჩთან" გაგრძელდა. პირველივე წუთზე შეაგდო ბრაზილიელმა კენედიმ.
თავი დიეგო კოშტამაც გამოიჩინა, ხოლო ნათან რედმონდის ბურთი "იადონებს" არ ეყოთ და ისინი ქვემოთ და ქვემოთ მიექანებიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კონორ ვიქჰემმა ზედიზედ მეორედ შეასრულა დუბლი, ამჯერად, მან თავის ყოფილ გუნდს გაუტანა ორჯერ, მაგრამ თავადაც ცვლილებაზე შესული ლი კატერმოლის მაგივრად გამოსულმა ფაბიო ბორინიმ "სანდერლენს" ქულა გადაურჩინა, "კრისტალ პალასს" კი 10-ტურიანი მოუგებელი სერია არ შეაწყვეტინა.

"ევერტონმა" მშვიდად მოუგო "ასტონ ვილას". ერთი რომელუ ლუკაკუმ შეაგდო და ჯეიმი ვარდის ახლა 2 ბურთითღა ჩამორჩება. "ბორნმუთმა" კი "საუთჰემპტონს" აჯობა და გვრიანად მოწყდა გასავარდნ ზონას.

პრემიერლიგა. XXVIII ტური
1 მარტი
ლესტერი-ვესტრ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 0:1 რონდონი (11), 1:1 დრინკვოტერი (30), 2:1 კინგი (45+1), გარდნერი (50)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი (79. გრეი) - მაჰრეზი, დრინკვოტერი, კინგი, ოლბრაიტონი (63. შლუპი) - ოკაზაკი (63. ულოა), ვარდი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ჩესტერი - ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი (83. მაკლინი), სესენიონი (90+3. სანდრო) - ბერაჰინო, რონდონი (90+2. ანიჩებე)
გაფრთხილება: - სესენიონი, იაკობი
კუთხური: 11-3 ჯარიმა: 10-8 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 22(5)-11(3) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 32 018

ასტონ ვილა-ევერტონი 1:3
გოლები: 0:1 მორი (5), 0:2 ლენონი (30), 0:3 ლუკაკუ (60), 1:3 ჟესტედი (79)
ასტონ ვილა (5-3-2): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი, კლარკი, სისოხო - გეიე, ვესტვუდი (71. ვერეტო), ბაკუნა - ჯ. აიუ, აგბონლაჰორი (66. ჟესტედი)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი (73. სტოუნსი), ჯაგიელკა, მორი, ოვიედო (81. ბეინსი) - ბერი, მაკარტი - ლენონი, ბარკლი, მირალასი (88. ნიასე) - ლუკაკუ
გაფრთხილება: კლარკი, გეიე, ბაკუნა - ლუკაკუ
კუთხური: 9-8 ჯარიმა: 8-7 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 14(5)-9(6) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 29 755

სანდერლენდი-კრ. პალასი 2:2
გოლები: 1:0 ნ’დოი (36), 1:1 ვიქჰემი (61), 1:2 ვიქჰემი (67), 2:2 ბორინი (90)
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ო’ში (28. ქაბული), ვან ანჰოლტი - კირკხოფი (64. კატერმოლი; 80. ბორინი) - მ’ვილა, როდუელი, ნ’დოი, ხაზრი - დეფო
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, კელი - კაბაი (73. ლედლი), იედინაკი, მატჩი - ვიქჰემი (86. ადებაიორი), ბოლაზი (77. საკო), ზაჰა
გაფრთხილება: როდუელი - დანი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 17(6)-13(5) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 34 946

ბორნმუთი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 კუკი (31), 2:0 აფობე (79)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი, რიტჩი, არტერი (66. გოსლინგი), გრადელი (85. პიუ) - აფობე - კინგი (70. გრაბანი)
საუთჰემპტონი (3-4-1-2): ფორსტერი - ვან დეიკი, ფონტე, იოშიდა (35. დევისი) - სედრიკი, რომეუ, უორდ-პრაუსი, ბერტრანი - მანე - ლონგი (70. ტადიჩი), ოსტინი (60. პელე)
გაფრთხილება: -
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 11-18 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 9(4)-6(1) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 20 831

ნორვიჩი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 კენედი (1), 0:2 დიეგო კოშტა (45+1), 1:2 რედმონდი (68)
ნორვიჩი (5-4-1): ჯ. რადი - ივო პინტუ, ბენეტი (60. მბოკანი), მარტინი, კლოზე (90+2. მბოკანი), ბრეიდი - ტეტი (36. ო’ნილი), რედმონდი, ჰოუსონი, ჰულაჰანი - ჯერომი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, კენედი (69. ბაბა) - მატიჩი, ფაბრეგასი - ტრაორე (60. ვილიანი), ოსკარი (60. ობი მიკელი), აზარი - დიეგო კოსტა
გაფრთხილება: ჰოუსონი, ბენეტი, კლოზე - ოსკარი, ფაბრეგასი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 17-5 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13(2)-10(2) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 091

ოთხშაბათი. 2 მარტი
არსენალი-სუონსი 23:45
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 23:45
სტოკი-ნიუკასლი 23:45
ლივერპული-სიტი 00:00
მანჩესტერი-უოტფორდი 00:00

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 17 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბევრი უკვე ჩემპიონად თვლიდა და მესპორებოდნენ კიდეც საიტზე, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია და თავისი ფეხით და გულით აქვს ნაგრძნობი ბურთის მთელი ჯადოსნობა ყველამ იცის რომ ასეთი გუნდები როგორც "ლესტერია 'მხოლოდ რაღაც პერიოის განმავლობაში სენსაციების დონეზე ქაჩავენ და ეს არის საფეხბურთო კანონზომიერება. რადგან უფრო გასაგები რომ იყოს ყველაფერზე მოკამათე ხალხისთვის. მესი იმიტომ არის შეფასებული მილიარდად რომ 100მილიონის საქმეს მაინც აკეთებს, ხოლო "ლესტერი"რომელიც თავი ბოლო 30 მილიონი ღირდა თავის ვარსკვლავებიანად ვერანაირად ვერ გადაასწრებს მილიარდიან "სიტის" ან თუნდაც ძალიან მდიდარ "ტოტენჰემს". ასეთი რაღაცეები ხდებოდა მაშინ როდესაც ფეხბურთი იყო სანახაობის დონეზე და დღეს ფეხბურთი არის ერთერთი ძვირადღირებული და გავლენიანი ბიზნესი მსოფლიოში და შემთხვევითი კლუბები ამ ბიზნესის სათავეში ვერ მოხვდებიან.
........
12:28 02-03-2016
0
.... -ს . მეგობარო გარკვეულწილად მართალი ხარ, მაგრამ ლესტერს დროებიტ გამონათებას ვერ დავარქმევთ, რადგან აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი მარტშიც რო ლიდერია, ეს რაღაცას ნიშნავს, მითუმეტეს რომ მე 5 ზე მყოფს 13 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით ლიგაზე მოხვდება. ეს უკვე დიდი სენსაცია და წარმატებაა, ასე რომ უნდა არიაროს ყველამ რომ რანიერიმ წელს დიდი სენსაცია მოახდინა
levan
12:41 02-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული