"არსენალმა" ზაფხულში შესაძლოა ორი დიდი ტრანსფერი განახორციელოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრისას მხოლოდ თითო ახალწვეული ჰყავდა - პეტრ ჩეხი და მოჰამედ ელ ნენი. აი, მომავალი ზაფხულისთვის კი "მეთოფეები" ერთი-ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაკეთებას გეგმავენ. ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ მთავარი სამიზნეების ვინაობა ცნობილია და ჩვენც შევიძლია ისინი ვახსენოთ და ჩამოვთვალოთ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის პროგრესი ყველას მშვენივრად ხვდება თვალში და ისიც ვიცით, რომ არსენ ვენგერს ეს ფეხბურთელი ესიმპათიურება. თანაც, ერთი შეხედვით, იგი ლონდონელთა სტილს მშვენივრად უნდა მოერგოს. კანდიდატი ნომერი პირველი სწორედ ობამეიანგია.

ოდიონ იგალო თავისი სტაბილური და კარგი თამაშით ბევრს
აოცებს და 26 წლის ნიგერიელ ფორვარდს "არსენალმა" ასევე დაადგა თვალი.

არც ის გახლავთ სიახლე, რომ მუსიე არსენი უკვე, რა ხანია, საყრდენი ნახევარმცველის ძიებაშია. ჰოდა, აგერ, ნ’გოლო კანტეს სახით, მშვენიერი კანდიდატურა გამოჩნდა. 24 წლის საყრდენი "ლესტერთან" ერთად მართლაც შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და "მეთოფეები" მასაც "დაესხმებიან" თავს.

"არსენალზე" ვსაუბრობთ და აქვე ვახსენოთ, რომ სანტი კასორლას დაბრუნება გადაიდო, რადგან მას ტრავმა გაუმიზეზდა. მეტიც, ექიმებს არც ისე კარგი წინასწარი პროგნოზი აქვთ - 31 წლის ესპანელმა შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარც ითამაშოსო.

ამასობაში, ვენგერი მისი გუნდის ბრაზილიელ მცველს, გაბრიელ პაულისტას ურჩევს, რომ თუ ამ უკანასკნელს პრემიერლიგაში წარმატებული კარიერის აწყობა სურს, ინგლისური უნდა გაიუმჯობესოს და კარგად ისწავლოს, რომ კომუნიკაციის პრობლემა აღარ ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული