აბრამოვიჩმა ვარჯიშზე "ჩელსის" ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელის ვინაობა აცნობა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ახალ სეზონში გუს ჰიდინკის ნაცვლად ამჟამად იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის რუსმა მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მორიგ ვარჯიშზე ფეხბურთელებს აცნობა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდში ანტონიო კონტე მივა. ასეთივე ფორმით, რუსმა დეკემბერში კლუბს ჰიდინკის მოსვლა აცნობა.

შეგახსენებთ, რომ 2011-14 წლებში კონტე ტურინის "იუვენტუსს" თავკაცობდა და ამ პერიოდში ტურინელები ზედიზედ სამჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კონტემ იტალიის ეროვნული
ნაკრები ჩაიბარა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, რომელიც ზაფხულში საფრანგეთში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული