ილქაი გიუნდოგანმა არჩევანი ინგლისურ გუნდზე გააკეთა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს ზაფხულში გუნდის შეცვლა და ინგლისში გადაბარგება სურს.

ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველით კატალონიის "ბარსელონა", ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "არსენალი" ინტერესდებოდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელმა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის სურვილი გამოთქვა, რადგან პეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურს, რომელიც "სიტის" ახალი სეზონიდან გაწვრთნის.

გიუნდოგანს მოქმედი კონტრაქტი "ბორუსიელებთან" 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული