ბრანისლავ ივანოვიჩი: აბრამოვიჩს რომ შეძლებოდა, ყველას შეგვცლიდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა გუნდიდან ჟოზე მოურინიოს გაშვების თემაზე ისაუბრა.

"მოურინიო არ შეცვლილა. ის იგივენაირად ამზადებდა გუნდს მატჩებისთვის. ფეხბურთელებთან ურთიერთობის სტილი არ შეუცვლია. ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე. მოურინიო იგივე ადამიანად დარჩა.

საქმე იმაშია, რომ მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან და არა მწვრთნელი. მეტოქე ძლიერები უნდა ვყოფილიყავით და სეზონის სტარტზე ეს გამოგვვდიოდა.

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე მწვრთნელს.

რა თქმა უნდა რთულია სეზონის შუაში 25 ფეხბურთელი შეცვალო, მაგრამ აბრამოვიჩს ამის გაკეთება რომ შეძლებოდა, აუცილებლად იზამდა.

რთულია
იმის თქმა, რომ დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანია.

როცა 6-7 მატჩის განმავლოვაში ვერ ვიგებდით, სხვა გუნდებს ეგონათ, რომ ჩვენ ისეთი ძლიერები არ ვართ, როგოც წინა სეზონში. მათ ჩვენი არ ეშინოდათ და ეს გამოიყენეს.

ეს ჩვენი ფეხბურთელების პრობლემა იყო", - თქვა ივანოვიჩმა Daily Mail-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული