"მოურინიო არ შეცვლილა. ის იგივენაირად ამზადებდა გუნდს მატჩებისთვის. ფეხბურთელებთან ურთიერთობის სტილი არ შეუცვლია. ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე. მოურინიო იგივე ადამიანად დარჩა.
საქმე იმაშია, რომ მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან და არა მწვრთნელი. მეტოქე ძლიერები უნდა ვყოფილიყავით და სეზონის სტარტზე ეს გამოგვვდიოდა.
ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე მწვრთნელს.
რა თქმა უნდა რთულია სეზონის შუაში 25 ფეხბურთელი შეცვალო, მაგრამ აბრამოვიჩს ამის გაკეთება რომ შეძლებოდა, აუცილებლად იზამდა.
რთულია
როცა 6-7 მატჩის განმავლოვაში ვერ ვიგებდით, სხვა გუნდებს ეგონათ, რომ ჩვენ ისეთი ძლიერები არ ვართ, როგოც წინა სეზონში. მათ ჩვენი არ ეშინოდათ და ეს გამოიყენეს.
ეს ჩვენი ფეხბურთელების პრობლემა იყო", - თქვა ივანოვიჩმა Daily Mail-თან საუბარში.