პრემიერლიგა. XXIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: შეუჩერებელი აგუერო

AutoSharing Option
* რიად მაჰრეზს 15 პრემიერლიგური გოლიდან 11 სტუმრად აქვს გატანილი.

* "ლესტერს" საგარეო შეხვედრებში 31 ქულა აქვს მოპოვებული, რაც სულ ცოტა, 5-ით მეტია სხვა გუნდების შედეგთან შედარებით.

* "მელიებს" მეორე ტაიმებში 33 გოლი აქვთ გატანილი, რაც მინიმუმ, ორი ბურთით მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდის მაჩვენებელი.

* "უოტფორდი" გოლების 73%-ს მეორე ტაიმში უშვებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* "ტოტენჰემს" "არსენალთან" "უაით ჰართ ლეინზე" ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 4 მოგება, 3 ფრე.

* "დეზებისა" და "მეთოფეების" დაპირისპირებებში პრემიერლიგაში
137 გოლია გასული. ეს ყველაზე შედეგიანი დუელია პრემიერლიგის ისტორიაში.

* ჰარი კეინს პრემიერლიგაში 18 ლონდონურ დერბიში აქვს მონაწილეობა მიღებული და 14 გოლი გატანილი.

* დავიდ ოსპინამ "ტოტენჰემთან" შეხვედრაში 9 "სეივი" გააკეთა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ, როდესაც "მეთოფეთა" მაშინდელი გოლკიპერმა ლუკას ფაბიანკი "ლივერპულთან" თამაშში ასევე 9 "სეივით" გამოირჩა.

* სერხიო აგუეროს უკვე 94 პრემიერლიგური გოლი აქვს გატანილი, რაც სულ ცოტა, 16-ით მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელის, მას მერე, რაც არგენტინელს პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

* დავიდ სილვას, ინგლისის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩიდან მოყოლებული, აქამდე 56 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, რაც მინიმუმ 12 საგოლე გადაცემით მეტია სხვებთან შედარებით.

* "ასტონ ვილას" უკვე 14 საგარეო თამაშია, არ უმარჯვია. 2003 წელს ბირმინგემელებმა 15-მატჩიანი ასეთი სერია გამოაცხვეს და ანტირეკორდის გამეორებასთან ახლოს არიან.

* 29 ტურის მერე "ვილას" 16 ქულა აქვს. ამ ეტაპისთვის ამაზე ცოტა ქულა მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ გუნდებს - 2005/06 წლების სეზონში "სანდერლენდს" და 2007/08 წლების სეზონში "დერბის" - ორივეს 10-10 ქულა ჰქონდა.

* რომელუ ლუკაკუ ყველა ტურნირზე "ევერტონის" მაისურით 8-ჯერ დაუპირისპირდა "ვესტ ჰემს" და 8 გოლი გაუტანა.

* ლუკაკუს უკვე 18 გოლი აქვს გატანილი, რითაც ბელგიელმა თავისი საუკეთესო მაჩვენებელი გააუმჯობესა. მან 2012/13 წლების სეზონში, როდესაც "ჩელსიდან" "ვესტ ბრომვიჩში" იყო განათხოვრებული, 17 ბურთი შეაგდო.

* მარკ ნოუბლმა პრემიერლიგაში თავისი 250-ე მატჩი ჩაატარა "ვესტ ჰემის" მაისურით და "ჩაქუჩების" ბანაკში ის ამ შედეგით გამორჩეულია.

* ადრიანს თავისი პრემიერლიგური დებიუტიდან ნებისმიერ სხვა მეკარესთან შედარებით მინიმუმ, ორჯერ მეტი პენალტი აქვს მოგერიებული, კერძოდ კი - 4.

* "ვესტ ჰემმა" 2-ბურთიანი ჩამორჩენის მობრუნება და მატჩის მოგება 2000 წლის მერე პირველად შეძლო, მაშინ "ჩაქუჩებმა" "ბრედფორდს" აჯობეს (5:4).

* "ვესტ ბრომვიჩს" 10-ივე გამარჯვება ერთბურთიანი უპირატესობით აქვს მოპოვებული.

* "მანჩესტერს" უკანასკნელი 8 საგარეო შეხვედრიდან ერთადერთი აქვს მოგებული - 3 ფრე, 4 წაგება.

* მატამ 26-ე წუთისთვის მოასწრო ორი ყვითელი ბარათის მიღება (3-წუთიან მონაკვეთში). ამაზე სწრაფად ბოლოს "სუონსის" ყოფილი მცველი ჩიკო გააძევეს 2014 წლის აპრილში. ეს მატას პირველი წითელი იყო პრემიერლიგაში.

* "კრისტალ პალასს" 12 ტურია, არ უმარჯვია (4 ფრე, 8 წაგება). ასეთი ხანგრძლივი მოუგებელი სერია ამჟამად სხვა არც ერთ გუნდს არ აქვს.

* 2016 წელს რობერტო ფირმინომ პრემიერლიგაში იმაზე მეტ (11) გოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა - 7 გოლი, 4 პასი.

* "კრისტალ პალასსა" და "ტოტენჰემს" კუთხურებიდან ყველაზე მეტი გოლი გააქვთ - 10-10.

* კრისტიან ბენტეკეს "ლივერპულის" მაისურით 715 წუთი არ გაეტანა და მან ამ სერიას წერტილი დაუსვა.

* გუს ჰიდინკამდე ვერავინ მოახერხა პრემიერლიგაში გუნდის ჩაბარებიდან პირველი 12 მატჩის წაუგებლად ჩატარება. აქამდე რეკორდი "ნოტინგემ ფორესტის" ფრენკ კლარკს ეკუთვნოდა, რომელმაც 1994 წელს 11 ტურის განმავლობაში გაძლო დაუმარცხებლად.

* მარკ ჰიუზის გუნდებს პრემიერლიგის ბოლო 35 მატჩიდან არც ერთი არ მოუგიათ "ენფილდზე", "ემირატებზე"/"ჰაიბერიზე", "ოლდ ტრაფორდსა" და "სტემფორდ ბრიჯზე" - 30 წაგება, 5 ფრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული