როგორც The Times-ი იტყობინება, ახალი კონტრაქტი 3-წლიანია, ვარდის ხელფასი კი 80 000 ფუნტამდე გაიზარდა. რაც შეეხება ინგლისელის გამოსასყიდ თანხას, ის 30 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ვარდის შეძენას ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდნენ.
ინგლისის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში ვარდის ანგარიშზე 19 გოლი და 6 საგოლე პასია.