ალექს ფერგისუონი: "ლესტერი" ჩემპიონი სამი ტურით ადრე გახდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნიატედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გახდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ლესტერი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოესს მდევარს 5 ქულით უსწრებს.

"რა თქმა უნდა "ლესტერს" შეუძლია ჩემპიონი გახდეს. დარწმუნებული ვარ ისინი ჩემპიონები ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გახდებიან", - თქვა ფერგიუსონმა Sunday Times-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული