როგორც Cadena SER-ი იტყობინება, მადრიდელებმა 30-მილიონევროიანი შემოთავაზება უარყვეს. საულის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს, "ატლეტიკოს" კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2020 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ საულით "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებოდნენ.