"ატლეტიკოს" უარი ინგლისელებს - საული არ იყიდება!

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ერთ-ერთ ინგლისურ გუნდს თავის ნახევარმცველ საულ ნიგესის გაყიდვაზე უარი განუცხადა.

როგორც Cadena SER-ი იტყობინება, მადრიდელებმა 30-მილიონევროიანი შემოთავაზება უარყვეს. საულის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს, "ატლეტიკოს" კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2020 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ საულით "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებოდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული