ჯონ ტერის ლონდონური კარიერა სრულდება - ინგლისელს იტალიელი ჩაანაცვლებს?

AutoSharing Option
2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "ჩელსი", შესაძლოა, გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ დატოვოს, მისი ადგილი კი ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ დაიკავოს.

აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს, რომელიც, დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან "ჩელსის" ჩაიბარებს, 28 წლის მცველში ტერის ღირსეულ შემცვლელს ხედავს.

ტერის ლონდონელებთან კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში ეწურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები კაპიტანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული