პეპ გვარდიოლამ "სიტის" კაპიტნის გაყიდვა სთხოვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი გუნდის მომავალი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის.

ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გვარდიოლა "სიტის" შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას გეგმავს, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. არასასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთი სწორედ კომპანია. მის შემცვლელად პეპი "ბილბაოს" მცველ ემერიკ ლაპორტას მოიაზრებს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 29 წლის ბელგიელის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული