"ვესტ ჰემი" მზადაა, ედინ ჯეკოში 25 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
"ბრენტვუდ გაზეტის" ცნობით, ლონდონის "ვესტ ჰემი" მზადაა, "რომას" ფორვარდ ედინ ჯეკოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის გარდა, სლავენ ბილიჩის გუნდი დაინტერესებულია ალექსანდრ ლაკაზეტით (ლიონი) და კრისტიან ბენტეკეთი (ლივერპული).

"ჩაქუჩები" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და თუ ამ საგზურს მოიპოვებენ, ბუნებრივია, ზაფხულისთვის გაძლიერება დასჭირდებათ. ჯეკომ იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ვინმემ წაათრიოს,ერთი ეგაა ფეხბურთელი კიდე
dato
15:15 22-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული