როგორც გაირკვა, დერბიში მის მიერ მიღებული დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა და ახალგაზრდა ფეხბურთელი 6-8 კვირა ვერ ითამაშებს. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი შესაძლოა, ამ სეზონში საერთოდ ვეღარ ვიხილოთ, რაც "სიტის" მეორე ძვირფასი შენაძენისა და კრეატიული შემტევის, კევინ დე
რაჰიმს კი ახლა სხვა საფიქრალიც აქვს, როგორმე მწყობრში რაც შეიძლება მალე ჩადგეს და ფორმაში შევიდეს ევრო 2016-ისთვის, თორემ როი ჰოჯსონს არჩევანში არ უჭირს.
ამასობაში, "ლივერპულის" ლეგენდამ, ჯონ ბარნსმა სტერლინგი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 21 წლის შემტევმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. მისი თქმით, ამით სტერლინგმა საკუთარ ზრდას შეუშალა ხელი და ახლა პოტენციალის გამოვლენა ძალიან გაუჭირდება. ძნელია, მის განცხადებებს რაღაცაში მაინც არ დაეთანხმო.
თავად რაჰიმი ირწმუნებოდა, "ეტიჰადზე" ფულის გამო კი არ წავედი, ტიტულების მოგება მსურსო, მაგრამ "სიტი" ბოლო წლებში უცუდეს სეზონს ატარებს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენას არ ჩავთვლით, მაგრამ იქნება თუ არა ეს გუნდი მომავალ სეზონშიც ლიგაზე, ეს უკვე საკითხავია, "ქალაქელების" მდგომარეობა ახლა არც ისე სახარბიელოა.
არადა, გუნდში პეპ გვარიდოლა მოდის და მანჩესტერელები კატალონიელს შერცხვენილები არ უნდა დახვდნენ.
მით უმეტეს, რომ მათ მზაკვრულ გეგმაში პეპის დახმარებით "ბარსელონადან" ლიონელ მესის წამოყვანა შედის, აქაოდა, ნეიმარისა და ლუის სუარესის ხელში "ბარსა" ლეოს ასტრონომიულ თანხად გაყიდვას დათანხმდება, სანამ არგენტინელი ასაკში შესულაო. გვარდიოლა კი თავად მესის გაესაუბრება ტკბილად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"