იაია ტურე ახალი კლუბის ძებნას იწყებს

AutoSharing Option
იაია ტურეს აგენტი დიმიტრი სელიუკი გვამცნობს, რომ ის და მისი კლიენტი ამიერიდან სხვა კლუბებთან იწყებენ მოლაპარაკებას, რადგან "ქალაქელებისგან" ახალ კონტრაქტზე შემოთავაზება არ მიუღიათ.

კოტდივუარელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2017 წლის ზაფხულში გასდის. პეპ გვარდიოლა, ალბათ, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა ვეტერანი საყრდენი, თუ იქამდე ტურე უკვე რომელიმე კლუბთან არ მიღწევს შეთანხმებას. მას ისედაც დიდი ხანია, ინგლისიდან წასვლაზე უჭირავს თვალი.

პარალელურად, "სიტის" ბანაკში კარგი ამბებია - კევინ დე ბრუინმა, სამირ ნასრიმ და ფაბიან დელფმა ტრავმები მოიშუშეს.

პირველმა ორმა უკვე სრული დატვირთვით
ივარჯიშა, მესამემ კი - მსუბუქად. დე ბრუინს 27 იანვრის მერე არ უთამაშია, ნასრის - 17 ოქტომბრის, ხოლო დელფს - 6 თებერვლის მერე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არცთუ კარგ ფორმაში მყოფი მანჩესტერული კლუბისთვის ბელგიელი შემტევის მომჯობინებაა, თანაც, რაჰიმ სტერლინგის დაშავების ფონზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ებიჯო წამოიყვანეთ დინამოში.
kaxa
12:50 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული