ინგლისელები მზად არიან, ფეხბურთელი ჩინეთში ან თურქეთში გაუშვან. ჩინური "ცზიანსუ სუნინი" ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს.
გარდა ამისა, ბალოტელის გადაბირებით თურქული კლუბებიც არიან დაინტერესებულები.
"ლივერპული" კი გეგმავს, იტალიელის ტრანსფერში მინიმუმ 16 მილიონი ფუნტი მიიღოს.
ამ დროისთვის ბალოტელი იჯარის წესით "მილანში" თამაშობს.
მომზადებულია Il Milanista-ს მიხედვით