პრემიერლიგა. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პირველად პრემიერლიგაში

AutoSharing Option
* ჰარი კეინს უკვე 22 გოლი აქვს გატანილი. "ტოტენჰემის" ფეხბურთელს პრემიერლიგაში ამდენი გოლი არასდროს გაუტანია.

* პრემიერლიგის ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან "ლივერპულმა" "ტოტენჰემს" 5 მოუგო და 2 ფრედ დაასრულა. "დეზებს" ჩემპიონატში "ენფილდზე" უკანასკნელი 22 ვიზიტიდან მხოლოდ 1 აქვთ მოგებული.

* კრისტიან ერიკსენს მიმდინარე სეზონში 9 საგოლე პასი დაუგროვდა, რაც უკვე აღემატება წინა სეზონებში პრემიერლიგაში მის მაჩვენებელს.

* "ტოტენჰემს" ყველაზ მეტი ქულა (19) აქვს იმ მატჩებში აღებული, რომლებსაც აგებდა. "ლივერპულს" კი - ყველაზე მეტი დაკარგული ისეთ შეხვედრებში, რომლებსაც იგებდა (17).

* "ლესტერს"
20 მოგებული თამაშიდან 18-ში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მეტოქეზე დაბალი ჰქონდა.

* "ლესტერმა" ამ სეზონში 29 ტურში შეძლო გატანა, ანუ 3 მატჩით მეტში, ვიდრე ამ მხრივ უახლოესმა გუნდებმა, "ტოტენჰემმა" და "ვესტ ჰემმა".

* "ლესტერმა" მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 25 ცვლილება გამოიყენა ძირითადი შემადგენლობის არჩევისას. ეს ყველაზე ცოტაა. ყველაზე მეტი კი "სიტის" (83) და "საუთჰემპტონს" (81) აქვთ.

* "ლესტერი" ზედიზედ 4 ტურია, 1:0-ს იგებს. ბოლოს მსგავსი რამ 2013 წელს "ლივერპულმა" გააკეთა.

* ალეშანდრე პატო გახდა მე-11 ბრაზილიელი, რომელმაც "ჩელსის" მაისურით გაიტანა. "ლურჯების" მაისურით მინიმუმ 3-ით მეტ ბრაზილიელს აქვს პრემიერლიგაში გოლი გატანილი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბის ბანაკში.

* პატო, ამავდროულად, გახდა მე-6 ბრაზილიელი, რომელმაც პრემიერლიგაში თავის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა - ჯოვანის, რობინიოს, ჟილბერტოს, არაუჟოს, ილანისა და ვილიანის შემდეგ.

* რუბენ ლოფტუს-ჩიკმა თავისი პირველი პრემიერლიგური გოლი მე-11 ცდიდან გაიტანა.

* "ჩელსის" 15-ტურიანი წაუგებელი სერია აქვს. მიმდინარე პრემიერლიგაში ამხელა დაუმარცხებელი სერია არავის ჰქონია. პირადად გუს ჰიდინკს კი 14 ტურია, არ წაუგია, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

* ალექს აივობიმ "არსენალის" მაისურით ზედიზედ ორჯერ გაიტანა. წინა 13 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) ახალგაზრდა ნიგერიელს "მეთოფეთა" ძირითად გუნდში გოლი ვერ გაეტანა.

* 2015 წლის აპრილის მერე ალექსის სანჩესმა პირველად შეძლო პრემიერლიგის მატჩში გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. მაშინ მან ეს "ლივერპულთან" შეხვედრაში მოახერხა.

* ექტორ ბელერინმა ბოლო სამ პრემიერლიგურ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - ერთი გაიტანა, სამჯერ კი ასისტენტად მოგვევლინა.

* 2016 წელს ყველაზე ცოტა (3) ქულა "კრისტალ პალასს" აქვს აღებული. ამ მხრივ, მეორეზე "უოტფორდია" 8 ქულით.

* "კრისტალ პალასის" მცველებს ყველაზე მეტი (9) გოლი აქვთ გატანილი სხვა გუნდების მცველებთან შედარებით.

* მხოლოდ "საუთჰემპტონმა" მიიღო უფრო მეტი (6) წითელი ბარათი, ვიდრე "ვესტ ჰემმა" (5).

* დუაიტ გეილს 20 ტურის მანძილზე, 2015 წლის იანვრიდან არ გაეტანა. ეს სერია "არწივების" შემტევმა" "ვესტ ჰემთან" შეწყვიტა.

* "პალასი" ერთადერთ კლუბად რჩება, რომელსაც 2016 წელს არ მოუგია - 2 ფრე, 9 წაგება. ჯამში გუნდს უკვე 14 ტურია, არ უმარჯვია.

* 2016 წელს ყველაზე მეტი გოლი პრემიერლიგაში სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინს აქვთ გატანილი - 10-10.

* "სიტიმ" ამ სეზონში "ბორნმუთს" 7 გოლი გაუტანა პირველ ტაიმში.

* "მანჩესტერი" გახდა პირველი გუნდი პრემიერლიგაში, რომელმაც შინ 1000 გოლი დააგროვა. პირველი 1992 წლის აგვისტოში დენის ირვინმა შეაგდო, მე-1000 - ანტონი მარსიალმა.

* "ოლდ ტრაფორდზე" "წითელი ეშმაკების" 15 პრემიერლიგური მატჩიდან 10-ში პირველი ტაიმების მერე ანგარიში 0:0 იყო.

* "ნიუკასლს" მიყოლებით 8 საგარეო მატჩი აქვს წაგებული და გუნდს ამაზე დიდი მოუგებელი სერია სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში 1977 წელს ჰქონდა (9-თამაშიანი).

* ალექსანდრ მიტროვიჩმა ბოლო ორ ტურში იმდენივე პრემიერლიგური გოლი (3) გაიტანა, რამდენიც წინა 18 შეხვედრაში.

* "ვესტ ბრომვიჩმა" ამ სეზონში მე-7 ისეთი მატჩი ჩაატარა, როდესაც მეტოქეს ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყა.

* ჯონათან ლეკომ "ვესტ ბრომვიჩის" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში, სულ რაღაც 16 წლისა და 344 დღის ასაკში. ის 1999 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში ითამაშა.

* "ალბიონს" "სანდერლენდთან" უკანასკნელი 13 დაპირისპირებიდან ერთადერთი აქვს წაგებული - 8 მოგება, 4 ფრე.

* იბრაჰიმ აფელაიმ თავის 30-ე დაბადების დღეზე "ბრიტანიაზე" თავისი პირველი პრემიერლიგური გოლი გაიტანა. ეს, ამავდროულად, "სტოკის" მე-200 საშინაო ბურთი გამოდგა ჩემპიონატში.

* გილფი სიგურდსონი გახდა პირველი ისლანდიელი ეიდურ გუდიონსენის მერე, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა. გუდიონსენი 2004/05 წლების სეზონში 12 ბურთით გამოირჩა.

* "სუონსის" ბოლო 17 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ ერთში გამოუვიდა კარის მშრალად შენახვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
warmatebebi lesters martla vbaleshchikob rasacqvia.magram sportuli fortunac magrad umartlebs.titqmis dasawyisidanve ertidaigive pexburtelebit tamashobs da aranairi travma danaklisi arqonia.ai sitisrom egre jamrtelad yoloda tundac deburi dges chemiazrit sxva situacia iqmeboda cxrilshi.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული