"ლივერპულს" ლუკას ვასკესის გადაბირება სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თვალი ლუკას ვასკესს დაადგა.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი "რეალის" ძვირად ღირებულ ვარსკვლავებს შორისაა ჩაკარგული. თუმცა, როცა ვასკესი მინდორზე შემოდის ხოლმე, რაღაც სასარგებლოს და გამოსარჩევს მაინც აკეთებს. "კლოპო" კი მას რეგულარულ სათამაშო დროს ჰპირდება. სავარაუდო ტრანსფერი დახლოებით 10 მილიონ გირვანქად ფასდება.

პარალელურად, სწორედ სათამაშო დროის უქონლობისა და "ენფილდზე" ბუნდოვანი მომავლის გამო გუნდის დატოვება სურს 19 წლის ჯერომ სინკლერს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღალ დონეზე თამაშისთვის მომწიფდა და თავისი შანსის ძიებაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული