თეო უოლკოტმა შესაძლოა ლონდონის "არსენალი" დატოვოს

AutoSharing Option
თეო უოლკოტს "არსენალი" ძალიან უყვარს, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა - არა.

როგორც ჩანს, 27 წლის შემტევს მოთმინების ფიალა აევსო და მასთან დაახლოებული წყაროსგან პრესას გამოურკვევია, რომ თუ ის როი ჰოჯსონის სიაში ვერ მოხვდება და ინგლისის ნაკრების ევრო 2016-ის განაცხადს მიღმა დარჩება, "მეთოფეების" დატოვებას და ისეთ გუნდში გადასვლას აპირებს, სადაც აუცილებლად ექნება რეგულარული სათამაშო დრო.

თავად "არსენალმა" კი "მილანის" 18 წლის ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის გადაბირება გადაწყვიტა და მალე "როსონერისთან" მოლაპარაკებას დაიწყებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული