ეს დაკარგული 4 ქულა რომ არა, "ვესტ ჰემი" ახლა მე-4 ადგილზე იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაბრძოლების შანსი ჯერ კიდევ არის, ოღონდ სლავენ ბილიჩმა ეს დედაქალაქური დერბი მაინც უნდა მოიგოს. მოვლენების ასეთი განვითარება კატეგორიულად არ შედის არსენ ვენგერის გეგმებში.
ამ სეზონში "მეთოფეებს" ისღა დარჩენიათ სამეულში თავიანთი ადგილი დაიცვან. ისე, "არსენალი" საინტერესო სიტუაციაშია, არის მცირე შანსი,
აქეთ თუ იქით, ამ მატჩის მერე უკეთ გამოჩნდება. ერთიცაა, "მეთოფეებს" კონკურენტებთან შედარებით უკეთესი კალენდარი აქვთ. საინტერესოა, რომ ამ კლუბების ბოლო 11 ურთიერთშეხვედრიდან 10 "არსენალმა" მოიგო, 1 კი "ვესტ ჰემმა". ეს ერთადერთი გამარჯვება "ჩაქუჩებმა" მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მოიპოვეს.
თუ ხსენებული ლონდონური დერბი პრემიერლიგის ტურსა და შაბათ დღეს ხსნის, კვირა "სანდელრენდი"-"ლესტერით" დაიწყება. "მელიები" 7 ქულით წინ გაიქცნენ და სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ტრიუმფს. ბევრი რამ უახლოეს ორ თამაშში გამოიკვეთება, კლაუდიო რანიერი "სანდერლენდის" მერე "ვესტ ჰემს" ეთამაშება და თუ ამ შეხვედრებში იყოჩაღა, მერე წესით, ლესტერშირელებს მართლაც აღარ უნდა გაექცეთ ჩემპიონობა.
ამასობაში, "შავ კატებს" თავისი საფიქრალი აქვთ და ჩემპიონობის საკითხი სულ არ ანაღვლებთ, გუნდისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, "ლაითზეც" ტრადიციული ატმოსფერო იქნება და სერიოზულ ომს ველით.
არანაკლები იქნება "უაით ჰართ ლეინზეც", სადაც თავისი რაზმი ლუი ვან გაალს ჩაჰყავს. ქულები "ტოტენჰემსაც" სჭირდება და "მანჩესტერსაც". "დეზებს" ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ჩემპიონობისთვის გაიბრძოლებენ, ხოლო "წითელი ეშმაკები" მე-4 ადგილს ებღაუჭებიან. ამ მატჩის პარალელურად ცხრილში მეზობლები "ლივერპული" და "სტოკი" შეებმებიან ერთურთს, "ენფილდზე" დაძაბული და ალბათ, უფრო ჩაკეტილი თამაში იქნება, არადა ორივე გუნდს მრავლად ჰყავს კარგი შემტევები.
კონკურენტების რთული მატჩებით აუცილებლად უნდა ისარგებლოს "სიტიმ" და ფაქტობრივად, უმოტივაციო "ვესტ ბრომვიჩი" დაამარცხოს, მერე რა, რომ წინ "პარი სენ-ჟერმენთან" საპასუხო მატჩია, პელეგრინი აქეთ ფრონტზეც ვერ დაუშვებს მოდუნებას, თორემ ოთხეულში ადგილს დაკარგავს.
მდგომარეობითა და მომენტით სარგებლობაზე თუ მიდგა საქმე, ამის იეალური შანსი აქვს "ბორნმუთს", რომელიც განადგურებულ "ასტონ ვილას" ხვდება და თუ "ალუბლები" ბირმინგემელებს მოუგებენ უკვე დივანზე წამოწოლილებს შეეძლებათ დარჩენილი სეზონის ყურება, წესით, ედი ჰაუს გუნდს ისედაც აღარ დამუქრება არაფერი, მაგრამ 41 ქულა გარანტია იქნებოდა.
უელსში "სუონსი" "ჩელსის" მასპინძლობს და ეცდება 15-ტურიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტოს, რაზეც ცხადია, გუს ჰიდინკი თანახმა არ არის, ჰოლანდიელს ლამაზად გაგრძელება და ჩამთავრება სურს, სანამ "ლურჯებს" ანტონიო კონტე გადაიბარებს.
არც ორი ყველაზე არასტაბილური გუნდის, "უოტფორდისა" და "ევერტონის" დაპირისპირება გამოგვრჩეს, რომლებსაც არასტაბილურობის გარდა ისიც აერთიანებთ, რომ ორივენი ასოციაციის თასის ნახევარფინალში არიან და ჩემპიონატის ბოლო ტურები მათთვის თითქმის, ფორმალობად იქცა.
"კრისტალ პალასს" 14 ტურია, არ მოუგია და ყველაფერს გაიღებენ, რომ ეს სერია შეწყვიტონ.
თანაც, მათთვის სახუმარო სიტუაცია აღარ არის - თუ ალან პარდიუს ბიჭებმა "ნორვიჩთან" მატჩი ვერ მოიგეს და მით უმეტეს წააგეს, შეგვეძლება თქმა, რომ "პალასიც" ერთვება გადარჩენისთვის ბრძოლაში. "იადონები" ახლა კარგ ფორმაში არიან და შეეცდებიან მესამე მოგებაც მიაყოლონ.
"ნიუკასლის" ერთ-ერთი ბოლო შანსი "სენტ მერიზეა", სადაც "საუთჰემპტონის" გაჩერება ძალიან ძნელი იქნება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რონალდ კუმანი და მისი ბიჭები მსაჯებზე გაბრაზებულნი არიან და ჯავრის ჯორდებზე ყრას ეცდებიან, მაგრამ რაფაელ ბენიტესსაც ესმის, რომ მორიგი წარუმატებლობა და ჩემპიონშიპში ჩამდგარ ცალ ფეხს მისი გუნდი ნელ-ნელა მეორესაც მიაშველებს.
შაბათი. 9 აპრილი
ვესტ ჰემი-არსენალი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ფლამინი, კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯენკინსონი
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 115 თამაში: +28 =32 -55 (130-190)
ასტონ ვილა-ბორნმუთი 18:00
დისკვალიფიკა: ჰატონი -
ტრავმა: კოზაკი, ამავი - არტერი, უილსნი, სტანისლასი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+0 =0 -6 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (1-0)
სუონსი-ჩელსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ტერი, კეჰილი, აზარი, დიეგო კოსტა, რემი, ზუმა
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +0 =3 -6 (7-21)
საუთჰემპტონი-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლონგი, გარდოში - მარვო, აიდარა, დამეტი, კოლოჩინი, აიდარა, კოლბეკი, კრული, ელიოტი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +21 =15 -21 (83-86)
კრ. პალასი-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადებაიორი, კაბაი, მაკარტური, შამახი - ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +4 =7 -10 (29-34)
უოტფორდი-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეკსტრანდი, ჯილმარტინი, ბეჰრამი - გიბსონი, ბრაუნინგი, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8 =1 -8 (27-27)
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იაია ტურე, ჰარტი, კომპანი, სტერლინგი - მორისონი, ბრანტი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 117 თამაში: +51 =21 -45 (203-189)
კვირა. 10 აპრილი
სანდერლენდი-ლესტერი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უოტმორი - ჯეიმსი
ბოლო 6 მატჩი
+1 =4 -1 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +23 =14 -22 (80-92)
ლივერპული-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფირმინო, როსიტერი, ჯანი, ბენტეკე, გომესი, ინგსი - უოლტერსი, ჯონსონი, უილსონი, ბატლენდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +53 =29 -23 (165-104)
ტოტენჰემი-მანჩესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნ’ჟიე, ბენთალები - რუნი, კინი, ლავი, ჯონსი, შოუ, შვაინშტაიგერი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +34 =39 -76 (182-252)
ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"