მარიო ბალოტელის ამბავი ზაფხულში გადაწყდება

AutoSharing Option
დარჩება თუ არა მარიო ბალოტელი "ლივერპულში" ზაფხულში გადაწყდება. ამის შესახებ მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა.

"ახლა ჩვენს მატჩებზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, ხოლო მარიომ საკუთარ შეხვედრებზე. მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზაფხულში მივიღებთ", - თქვა კლოპმა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც იჯარით "მილანშია", სერია ა-ში 16 მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული