პრემიერლიგა. XXXIII ტური: ოქროს ცრემლებამდე სიხარულისაა [VIDEO]

AutoSharing Option
* გუს ჰიდინკმა "ჩელსიში" დაბრუნების მერე პირველად დათმო პრემიერლიგის მატჩი.

* "ლესტერმა" ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური.

* "მანჩესტერის" ავტობუსი საცობში მოხვდა. ამიტომაც "ტოტენჰემი"-"მანჩესტერი" ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.

ენდი კეროლი ძალიან უიღბლო ფეხბურთელია. მის ტრავმიანობას რომ შევეშვათ, კატასტროფულად არ უნდა გაგიმართლოს, "არსენალთან" შეხვედრაში შენი გუნდი 0:2-ს აგებდეს, ჰეთ თრიკი შეასრულო, 3:2 გახადო და მაინც ვერ მოიგო.

დიახ, "ბოლეინ გრაუნდზე" საოცარი მატჩი გახურდა. "მეთოფეთა" ნიგერიელ ვუნდერკინდ ალექს აივობის ამჯერად არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი გააკეთა და ესეც დიდი საქმეა -
მან ჯერ მთავარ მეპასე მესუთ იოზილს უპასა, მერე კი ალექსის სანჩესს გაუწია ასისტენტობა.

მე-5 წუთზე არსენ ვენგერის გუნდი ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ და ვინღა წარმოიდგენდა, რომ "არსენალს" ამის მერე ქულის აღებაც კი გაუჭირდებოდა. მეტიც, "ჩაქუჩებმა" პირველსავე ტაიმში გაათანაბრეს - 44-ე წუთზე აარონ კრისუელმა კეროლს ჩაუწოდა, იგი კი ბურთს თავს ისე ურტყამს, როგორც ჩაქუჩს ლურსმანს ურტყამენ და ენდიმ ბურთი მეტოქის კარში ჩაჭედა. შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, მას შემდეგ, რაც პირველი მცდელობა დაუბლოკეს, ნახევარ-მაკრატელათი მაინც შეაგდო.

"მეთოფეებისთვის" შოკისმომგვრელი გახლდათ ისიც, რომ მეორე ტაიმის დებიუტში კეროლმა მესამე გაიტანა, ისევ თავური დარტყმით, მაიკლ ანტონიოს ჩაწოდების მერე. თუმცა "არსენალმა" მოახერხა და მეტი აღარ გაუშვა, გატანა და ქულის გადარჩენა კი შეძლო - ლორენ კოშელნიმ არეულობით ისარგებლა და თავისი შანსი არ გაუშვა.

ეს "ვესტ ჰემის" ზედიზედ მესამე ლონდონური დერბი გახლდათ. "ჩაქუჩები" მატჩების ბოლო გოლამდე სამივეს იგებდნენ და სამივეჯერ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა. ამან სლავენ ბილიჩის გუნდს მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი დიდი სიურპრიზის მოხდენისა და ოთხეულში შესვლის შანსები ძალიან შეუმცირა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. სხვათა შორის, ბოლომდე მშვიდად ვეღარც "არსენალი" იქნება. რაღა დროს ჩემპიონობაზე ილუზიებია, ემანდ, ოთხეულში ადგილი არ გაუხდეს სათუო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სათუო ეს ნამდვილად გახდებოდა "სიტისთვის", რომელმაც ძალიან იწვალა "ვესტ ბრომვიჩთან". ტერიტორიული უპირატესობა და უფანტაზიო შეტევები საკმარისი არ არის, თან, როცა ტონი პულისის ბოლომდე მებრძოლ გუნდს ეთამაშები. საბოლოოდ მანუელ პელეგრინის ფორტუნამ გაუღიმა და ისე გამოვიდა, რომ სამირ ნასრიმ "ქალაქელებს" გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ბოლო წამებზე "ალბიონმა" მშვენიერი მომენტი ვერ გამოიყენა. "ვესტ ბრომვიჩი" სულაც იგებდა სესენიონის ძლიერი და მოულოდნელი დარტყმით, რომელიც დაბრუნებულმა ჰარტმა ახლო კუთხეში ისე გაუშვა, რომ ვერც გაინძრა. გათანაბრება კი სერხიო აგუერომ შეძლო საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით. არგენტინელმა თავისი მე-18 გოლი შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლესტერმა" მრავალფეროვნებისთვის 1:0-ის ნაცვლად 2:0 მოიგო. ორივე ბურთი ჯეიმი ვარდიმ შეაგდო, თავის სტილში, სისწრაფისა და ჟინის გამოყენებით. ვარდიმ ჰარი კეინთან სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და ბომბარდირობის შანსები დაიბრუნა.

თუმცა, რა დროს ამაზე საუბარია, როდესაც "მელიები" ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. საფინალო სასტვენის მერე, მინდორზე ზეიმისას კლაუდიო რანიერის ცრემლებიც კი მოადგა. იტალიელმა სპეციალისტმა დაიჯერა და გაიაზრა, რომ მისი გუნდი მართლა ჩემპიონი ხდება და მთელი სევდა, რაც ამ წლებში დაუგროვდა, ამ ცრემლებით გამორიყა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაითზე" მძიმე თამაში იყო. ქულები "სანდერლენდსაც" ძალიან სჭირდებოდა და ბოლომდე იბრძოდა კიდეც, მაგრამ "შავ კატებს", როგორც ჩანს, შავმა კატებმა გადაურბინეს და ცოტა დანავსულებიც არიან, არ უმართლებთ, თავიანთი უნიათობის გარდა. სემ ელარდაისი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ კიდევ უფრო შავ დღეში რაფაელ ბენიტესია, რომლის "ნიუკასლმაც" უშანსოდ წააგო "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონთან" და ტაინ-უირის მხარის გუნდები შესაძლოა, "ხელიხელჩაკიდებულნი" გავარდნენ.

"ასტონ ვილას" დაქვეითებას რაც შეეხება, ეს შემდეგ ტურში გაოფიციალურდება. ეჭვი, ალბათ, აღარავის გვეპარება. ეჭვს ვეღარც იმაში შევიტანთ, რომ ამ ტურში ბირმინგემელთა დამმარცხებელი "ბორნმუთი" დარჩა. ედი ჰაუს ქების მეტი არაფერი ეკუთვნის, მან ყველაზე მწირი რესურსით მოახერხა იმდენი, რომ "ალუბლებს" დამაჯერებლად შეუნარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში.

ერთადერთი გუნდი, რომელიც "სანდერლენდსა" და "ნიუკასლს" იმედს აძლევს, "ნორვიჩია", რომელსაც "კრისტალ პალასთან" საგარეო ვიზიტამდე წინა სამ ტურში 7 ქულა ჰქონდა აღებული. "იადონებმა" მეტი ვეღარ გაქაჩეს და "არწივებს" თავი დააკორტნინეს. "პალასმა", როგორც იქნა, იმარჯვა - ალან პარდიუს 14-ტურიანი მოუგებელი სერია ჯეისონ პანჩონის გოლმა შეაწყვეტინა.

15-ტურიანი წაუგებელი სერია შეუწყდა "ჩელსის" (და 14-ტურიანი სარეკორდო მსვლელობა პირადად გუს ჰიდინკს). "ლურჯებმა" გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით უფერულად ითამაშეს "ლიბერთი სთედიუმზე" და დამარცხდნენ. "თეთრ გედებს" 3 ქულა მათმა ლიდერმა გილფი სიგურდსონმა მოუტანა.

ისლანდიელის გოლი ჯეფერსონ მონტეროს აქტიურობას მოჰყვა. მონტეროს დაბრუნება "სუონსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო რომ იყო, ბოლო ორმა მატჩმაც დაადასტურა. ფრანჩესკო გვიდოლინს კი ყოჩაღ, იტალიელი სპეციალისტის ხელში "სუონსიმ" უკანასკნელ 6 მატჩიდან 4 მოიგო და მხოლოდ 1 დათმო. მათ შორის იყო "არსენალთან" და აგერ, "ჩელსისთან" გამარჯვებები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვიდეულში შესვლის შანსები შეიმცირა "სტოკმა", რომელიც "ენფილდზე" განადგურდა. ბოიან კრკიჩმა ალბერტო მორენოს სწრაფი გოლი კი გაქვითა, მაგრამ მარკ ჰიუზის ბიჭებმა მეტი ვეღარ გააკეთეს და ლაღად მოთამაშე "ლივერპულს" კონკურენცია ვეღარ გაუწიეს. იურგენ კლოპმა ყოფილ გუნდთან, "დორტმუნდთან" საპასუხო მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა და "ენფილდიც" დაიქოქა. დანიელ სტარიჯს გოლი თავდაჯერების დროულად დაბრუნებაში დაეხმარება, დივოკ ორიჯის დუბლი კი ბელგიელს კიდევ უფრო გაამხნევებს - 4:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე მერსისაიდული გუნდი "ევერტონი" არაფრისმთქმელ და მომცემ შეხვედრაში სტუმრად დაუზავდა "უოტფორდს" (1:1). მატჩში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ორივე გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გავიდა.

მივადექით "უაით ჰართ ლეინსაც", სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 70-ე წუთამდე გაძლო, დავიდ დე ხეამაც იგერია და იგერია რაც შეეძლო, მაგრამ მერე 6-წუთიან მონაკვეთში სამი გაუშვა. ჰარი კეინმა ვერ გაიტანა, მაგრამ, სამაგიეროდ, დელე ალიმ იხეირა, რომელსაც მერე ალდერვეირელდი და ლამელა შეუამხანაგდნენ. "წითელი ეშმაკების" მარცხი ძალიან კარგი ამბავი იყო თანაქალაქელი "სიტისთვის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXIII ტური
9 აპრილი
ვესტ ჰემი-არსენალი 3:3
გოლები: 0:1 იოზილი (18), 0:2 სანჩესი (35), 1:2 კეროლი (44), 2:2 კეროლი (45+2), 3:2 კეროლი (52), 3:3 კოშელნი (70)
ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი - ტომკინსი (46. ემენიკე), რიდი, ოგბონა - კრისუელი, კუიატე, ნოუბლი, მაიკლ ანტონიო - პაიე, ლანსინი - კეროლი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი (61. რემზი), ელნენი (68. ჟირუ) - აივობი, იოზილი, სანჩესი - უელბეკი (81. უოლკოტი)
გაფრთხილება: კეროლი, ანტონიო -
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 19(7)-10(5) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 34 977

სუონსი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 სიგურდსონი (25)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ფერი - სიგურდსონი, მონტერო (85. ნოტონი), ა. აიუ (67. რუტლეჯი) - პალოსკი (75. გომისი)
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ასპილიკუეტა, მიაზგა (46. მიაზგა), ივანოვიჩი, ბაბა - მიკელი, ფაბრეგასი - ოსკარი, ლოფტუს-ჩიკი (76. ფალკაო), პედრო - პატო (64. ტრაორე)
გაფრთხილება: ანხელ რანხელი, ტეილორი, პალოსკი, უილიამსი, ფერი - ასპილიკუეტა, მიაზგა, პედრო, ფაბრეგასი
კუთხური: 1-9 ჯარიმა: 15-13 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 12(6)-8(2) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 20 966

კრ. პალასი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 პანჩონი (68)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი, კაბაი - საკო (65. ზაჰა), პანჩონი (76. ლედლი), ბოლაზი - გეილი (79. ვიქჰემი)
ნორვიჩი (4-4-1-1): ჯ. რადი - უიზდომი, ბენეტი, კლოზე (40. ბასონგი), ოლსონი - ო’ნილი, ჰოუსონი, ჯერვისი (76. რედმონდი), ბრეიდი - ნეისმიტი (66. ბამფორდი) - მბოკნი
გაფრთხილება: ბოლაზი, იედინაკი - კლოზე
კუთხური: 10-4 ჯარიმა: 13-10 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 12(5)-13(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 24 960

ასტონ ვილა-ბორნმუთი 1:2
გოლები: 0:1 კუკი (45+2), 0:2 კინგი (74), 1:2 ჯ. აიუ (85)
ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი - ბაკუნა, ლესკოტი, კლარკი, სისოხო - რიჩარდსონი (84. გრილიში), ლიდენი (46. ჟესტედი), ვესტვუდი, სინკლერი (71. ა. ტრაორე) - გეიე - ჯ. აიუ
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრანსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - სურმენი, რიტჩი, გოსლინგი, გრადელი (58. პიუ) - კინგი (90+2. უილსონი), გრაბანი (87. მაკდონლადი)
გაფრთხილება: გეიე, ჯ. აიუ - კუკი, დენიელსი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 6(1)-12(3) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 31 057

უოტფორდი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 მაკარტი (45+1), 1:1 ჰოლებასი (45+3)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - პარედესი, კატკარტი, ბრიტოსი, ჰოლებასი - კაპუ (82. სუარესი), უოტსონი, ბეჰრამი (46. გედიურა), ხურადო (59. ამრაბატი) - დინი, იგალო
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა (90. ფუნეს მორი), ბეინსი - ბერი, მაკარტი - ბარკლი (65. კლევერლი), დეულოფეუ (78. მირალასი), ლენონი - ლუკაკუ
გაფრთხილება: კაპუ, იგალო - მაკარტი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 13-10 თამაშგარე: 13-10 კარში დარტყმა: 13(5)-12(7) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 20 663

სიტი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 0:1 სესენიონი (6), 1:1 აგუერო (19), 2:1 ნასრი (66)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდო, ნასრი, დელფი (60. იაია ტურე), ნავასი - ბონი (60. დე ბრუინი), აგუერო (90. კლიში)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ჩესტერი - სანდრო, ფლეტჩერი - მაკლინი, ბერაჰინო, სესენიონი (80. ლეკო) - რონდონი (21. გარდნერი)
გაფრთხილება: - გარდნერი
კუთხური: 8-8 ჯარიმა: 10-7 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(4)-13(2) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 53 920

საუთჰემპტონი-ნიუკასლი 3:1
გოლები: 1:0 ლონგი (4), 2:0 პელე (38), 3:0 ვანიამა (55), 3:1 თაუნსენდი (65)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - კლასი (77. რომეუ), ვანიამა - ტადიჩი (84. ჯეი როდრიგესი), მანე, ლონგი (60. უორდ-პრაუსი) - პელე
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - იანმაატი (40. დე იონგი), ტეილორი (46. ლასკელსი), მბემბა, ანიტა - შელვი, სისოკო - ვეინალდუმი, თაუნსენდი, აიოსე პერესი (70. სისე) - მიტროვიჩი
გაფრთხილება: -
კუთხური: 11-2 ჯარიმა: 8-7 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 20(6)-5(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 31 542

10 აპრილი
სანდერლენდი-ლესტერი 0:2
გოლები: 0:1 ვარდი (66), 0:2 ვარდი (90+5)
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული, ვან ანჰოლტი - კირკხოფი - კატერმოლი, მ’ვილა (68. როდუელი), ხაზრი (68. ნ’დოი), ბორინი (76. ლენსი) - დეფო
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (84. ამარტეი), მაჰრეზი (81. გრეი) - ოკაზაკი (62. ულოა), ვარდი
გაფრთხილება: ბორინი - ფუხსი
კუთხური: 1-7 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(1)-17(7) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 46 531

ლივერპული-სტოკი 4:1
გოლები: 1:0 მორენო (8), 1:1 ბოიანი (22), 2:1 სტარიჯი (32), 3:1 ორიჯი (50), 4:1 ორიჯი (65)
ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, კ. ტურე, მორენო - ალენი (78. ლუკასი), ოჯო (46. ორიჯი), სტიუარტი, მილნერი - ფირმინო (63. ლალანა) - სტარიჯი
სტოკი (4-2-3-1): ჰოგარდი - ბერდსლი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი (82. მუნიესა) - კემერონი, იმბულა - აფელაი, შაქირი (71. დიუფი), ბოიანი (72. ხოსელუ) - კრაუჩი
გაფრთხილება: - პიტერსი, შოუკროსი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 14(6)-10(3) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 43 688

ტოტენჰემი-მანჩესტერი 3:0
გოლები: 1:0 ალი (70), 2:0 ალდერვეირელდი (74), 3:0 ლამელა (76)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, დემბელე - ლამელა (87. შადლი), ერიკსენი, ალი (90+3. მეისონი) - კეინი (89. სონი)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ფოსუ-მენსა (68. დარმიანი), სმოლინგი, ბლინდი, როხო - კერიკი, შნეიდერლენი - მატა (76. დეპაი), ლინგარდი, მარსიალი - რაშფორდი (46. იანგი)
გაფრთხილება: როუზი, უოკერი, ალი - დარმიანი, დეპაი, იანგი
კუთხური: 2-7 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 16(8)-5(1) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 35 761

ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), სერხიო აგუერო (სიტი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი).

გადადებული მატჩი
13 აპრილი:
კრ. პალასი-ევერტონი

მომდევნო ტური
16 აპრილი:
ნორვიჩი-სანდერლენდი, მანჩესტერი-ასტონ ვილა, ევერტონი-საუთჰემპტონი, ნიუკასლი-სუონსი, ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი, ჩელსი-სიტი

17 აპრილი:
ბორნმუთი-ლივერპული, ლესტერი-ვესტ ჰემი, არსენალი-კრ. პალასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
euu am van gaals moashorebdnen manchesters da vites kide rob maass da iqneb eshvelos orivr gunds.ibragimovichs iwunebs vitom asakis gamo...ibram sulroveraperiqnas stadionze nebismieri gundistvis ze xarisxis motivaciis momtania racaseaklia dges iumaiteds.zirs van gaali!!!))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული