როგორც Sky Sports-ი იტყობინება, ინგლისელები გერმანელებთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, მაგრამ ტრანსფერის თანხაზე ვერ თანხმდებიან.
წყაროს ინფორმაციით, "ბორუსია" ნახევარმცველში 45 მილიონ ევროს ითხოვს, "სიტი" კი ფეხბურთელის შეძენას 35 მილიონ ევროდ გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გიუნდოგანმა "ბორუსიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და 1 წელიწადში თავისუფალი აგენტი ხდება.