"ჩელსი": ანტონიო კონტემ სერხიო რამოსი ისურვა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის შეძენას ეცდება.

ინფორმაციას ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, რამოსის ლონდონში ხილვა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სურს, რომელიც "ჩელსის" სათავეში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაუდგება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენის გადახდას აპირებენ ლონდონელები ესპანელში.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში რამოსის ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული