როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, მოურინიომ მანკუნიანელებთან უკვე გააფორმა კონტრაქტი 2019-წლამდე და გუნდს სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს.
ასევე, წყაროს ინფორმაციით, მოურინიოს მთავარ სამიზნედ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ს შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება, რომელიც "მანჩესტერში" მხოლოდ იმ პირობით გადავა, თუ გუნდს ვან გაალი დატოვებს.