პელეგრინი: გვარდიოლას მწვრთნელად დანიშვნის ამბავმა ფეხბურთელები არია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, რომელიც ამდენ ხანს შეძლებისდაგვარად არ ეხებოდა სეზონის მერე მის ნაცვლად ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნის თემას, The Telegraph-ს გულახდილად უთხრა, რომ ამან გუნდში ვითარება არია.

"თებერვლის დასაწყისში გაირკვა სამწვრთნელო ცვლილების შესახებ, რამაც ფეხბურთელები არია. ამის გარდა, მედია გადავიდა ახალ ტერორზე - დაიწყეს იმის გარჩევა, რომელ ფეხბურთელებს მოუწევთ "სიტის" დატოვება და საიდან მოვლენ ახლები. ეს ყველაფერი კი მოქმედებდა ფეხბურთელებზე.

არც ისე იოლია, გაზეთში კითხულობდე, რომ რამდენიმე თვეში ახალ მწვრთნელს არ დასჭირდები და ის აუცილებლად გაგაგდებს. ამ დროს ძნელია
ისევ ძველ დონეზე თამაში", - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა, რომელმაც ამის მიუხედავად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული