შესაბამისად, მერსისაიდელების ნამდვილი ძალა სწორედ "უემბლიზე" გამოჩნდება, სადაც ისინი თავს შეაკლავენ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელსაც პრემიერლიგაში ჯერ კიდევ საბრძოლველი აქვს და ეს "კანფეტების" პატარა უპირატესობაა.
თუმცა ლუი ვან გაალსაც, რა დარჩენია, ჰოლანდიელს ტიტული უნდა და მართალია, იქით მეოთხე ადგილს ებღაუჭება და ბრძოლას აგრძელებს, მაგამ
რობერტო მარტინესი ვერ დაიხმარს რამირო ფუნეს მორის, რომელიც ნახსენებ დერბიში წყობიდან გამოვიდა და დივოკ ორიჯის ძალიან ეუხეშა, მერე კი გაბრაზბეულმა, მაისურაზე "ევერტონის" ლოგოს ჩაებღაუჭა და დაეჯაჯგურა, აქაოდა, ეს კლუბი მიყვარს და ამისთვის ვომობო, რითაც გაძევებულმა არგენტინელმა გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია.
მოგვიანებით მან მოიბოდიშა - ცხადია, განგებ არ მიუხეშია, კოლეგის დაზიანება საერთოდ არ მინდოდა და არც არავის გაღიზიანებას ვაპირებდიო. იურგენ კლოპმა ამ ეპიზოდს მატჩის "შავი ლაქა" უწოდა და დაამატა, რომ ორიჯი მოტეხილობას ბეწვზე გადარჩა, ბელგიელს ჯერ კიდევ აკვირდებიან მედიკოსებიო.
"ევერტონის" დარ მდგომარეობაში არიან "კრისტალ პალასი" და "უოტფორდიც", მათთვის სეზონის გადარჩენის ხსნის გზა თასის ფინალში გასვლა და მერე მისი მოგებაა.
უბრალოდ, "კანფეტებისგან" განსხვავებით ეს ამ კლუბებისთვის კიდევ უფრო დიდი, გაცილებით დიდი წარმატებაა. ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენი იქნებარა ომი იქნება კიკე სანჩეს ფლორესისა და ალან პარდიუს გუნდებს შორის და პირადად, რა დუელი იქნება მწვრთნელებს შორის.
23 აპრილი
ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:15
24 აპრილი
კრ. პალასი-უოტფორდი 19:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"