პრემიერლიგა. XXXV ტური: შემდეგი გაჩერება "ოლდ ტრაფორდი" [VIDEO]

AutoSharing Option
* ედენ აზარმა პრემიერლიგაში მაისის მერე პირველად გაიტანა.
* რიად მაჰრეზი პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
* დელე ალი პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

"ლესტერი" ჯეიმი ვარდის გარეშეც ადვილად გაუსწორდა "სუონსის". ვარდი საცოლესთან ერთად ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ გაიტანა ორი გოლი მის ნაცვლად ძირითადში მოხვედრილმა ლეონარდო ულოამ.

როგორ გახსნა ანგარიში ეშლი უილიამსის შეცდომის მერე რიად მაჰრეზმა და როგორ დასვა წერტილი მარკ ოლბრაიტონმა. ტრიბუნაზე კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი იმყოფებოდა; პრინციპში, არაერთი, მაგრამ ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს ვგულისხმობთ.

იტალიელი თანაწამყვანის ამპლუაში თანამემამულეების, კლაუდიო რანიერისა და ფრანჩესკო გვიდოლინის დაპირისპირებას მიმოიხილავდა. თუმცა დაპირისპირება ცუდი სიტყვაა, გვიდოლინმა რანიერის საქმე არ გაუფუჭა, "სუონსი" უკვე უმოტივაციოა.

სხვათა შორის, ძალიან კარგი იყო ახლად მომჯობინებული ჯეფრი შლუპი, რომელიც თამაშსაა მოწყურებული და დაფრინავდა. მოკლედ, "მელიებმა", სანამ დღეს "ტოტენჰემი" "ვესტ ბრომვიჩს" შეეჭიდება, ლიდერობა 8 ქულამდე გაზარდეს. შემდეგი გაჩერება "ოლფ ტრაფორდია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეპეტიცია "სამეფო კლუბისთვის"
ასევე მშვიდად, შთამბეჭდავად, ლაღად და ამავდროულად, ძალების დაზოგვით იძალა "სიტიმ", რომელიც ცოტა გადახალისებული შემადგენლობით მარკ ჰიუზის "სტოკს" გაუსწორდა. მატჩის გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი კელეჩი იჰეანაჩო გახდა, რომელმაც 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდა ნიგერიელმა ორი თავად გაიტანა, ერთხელ კი პენალტი მოუნადირა სერხიო აგუეროს, რომელმაც თავისი 23-ე ბურთი შეაგდო, ვარდის გაასწრო და გოლითღა ჩამორჩება ჰარი კეინს. "ქალაქელებმა" კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მანუელ პელეგრინის ყოფილ კლუბთან, "რეალთან" საპაექროდ მზადაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იოლი გამარჯვებები
4-4 გოლი გაიტანეს "ჩელსიმ" და "საუთჰემპტონმაც". ლონდონელებმა დარჩენილი "ბორნმუთი" არ დაინდეს. ედენ აზარი დუბლითაც კი გამოირჩა, ხოლო სესკ ფაბრეგასმა 3 საგოლე პასი გააკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხებათ "წმინდანებს", ისინი დაქვეითებულ "ასტონ ვილას" გაუსწორდნენ. "ვილა პარკზე" დუბლი დუშან ტადიჩმა გაახერხა, ხოლო შეინ ლონგმა გოლთან ერთად ორჯერ საგოლე გადაცემაც მიითვალა, ორივეჯერ ტადიჩზე.

ბენიტესი ბოლომდე არ გაწირეს
4 ფიგურირებს "ლივერპული"-"ნიუკასლის" დუელშიც. ამ შემთხვევაში, გუნდებმა ჯამში გაიტანეს 4 გოლი. "ლივერპული" ისევ ბოლომდე არაძირითადი შემადგენლობით იყო, მაგრამ მაინც 2:0-ს უგებდა "ნიუკასლს" და კარგადაც დაიწყო.

თუმცა რაფაელ ბენიტესს ყოფილმა გუნდმა გული ბოლომდე არ დაწყვიტა და "ენფილდიდან" ქულა მაინც გაატანა. "კაჭკაჭები" მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და გათანაბრება შეძლეს. ისე, "ლივერპულს" რომ მოეგო, მეოთხე ადგილისთვის გაბრძოლების მეტ-ნაკლებად რეალურ შანსს იტოვებდა. ახლა თეორიული რჩება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვენგერმა ისევ ჩაყვინთა
საერთოდ არ გასულა გოლი "ლაითზე", სადაც არსენ ვენგერს მხოლოდ ტერიტორიული უპირატესობა და ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შერჩა ხელში.

"მეთოფეები" ისევ მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდნენ და მეტჯერ ფეხის დაცდენის უფლება თავს აღარ უნდა მისცენ, თორემ შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნათ. "შავი კატები" კი ამ ქულით გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ, მაგრამ "დიდ სემს" ჯერ კიდევ ბევრი სანერვიულო აქვს.

ვთქვათ ისიც, რომ რამდენიმე წუთი ითამაშა ჯეკ უილშირმა, რომლის ძირითად გუნდში დაბრუნებაც სასიხარულო ამბავი არამხოლოდ "არსენალისთვის", არამედ ინგლისის ნაკრებისთვისაცაა.

XXXV ტური
23 აპრილი
სიტი-სტოკი 4:0
გოლები: 1:0 ფერნანდო (35), 2:0 აგუერო (43-პენ.), 3:0 იჰეანაჩო (64), 4:0 იჰეანაჩო (74)
სიტი (4-4-1): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდო (72. დემიკელისი), იაია ტურე, ნავასი, სილვა (57. დელფი) - აგუერო (65. ბონი), იჰეანაჩო
სტოკი (4-2-3-1): გივენი (46. ჰოგარდი) - ბერდსლი, შოუკროსი, ვოლშაიდი, მუნიესა - კემერონი, უელანი - არნაუტოვიჩი (75. ადამი), იმბულა, დიუფი - ხოსელუ
გაფრთხილება: -
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 8-8 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 11(6)-14(2) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი:

ლივერპული-ნიუკასლი 2:2
გოლები: 1:0 სტარიჯი (2), 2:0 ლალანა (30), 2:1 სისე (48), 2:2 კოლბეკი (66)
ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - რენდალი (71. კოუტინიო), ლოვრენი, კ. ტურე, მორენო - მილნერი, ალენი (72. ლუკასი), სტიუარტი, ლალანა (83. ოჯო) - ფირმინო - სტარიჯი
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - ანიტა, მბემბა, ლასკელსი, დამეტი - ტიოტე (83. შელვი), კოლბეკი - თაუნსენდი, სისოკო, აიოსე პერესი (46. ვეინალდუმი) - სისე (75. მიტროვიჩი)
გაფრთხილება: მილნერი - ტიოტე
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 8-17 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(4)-6(3) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 43 837

ბორნმუთი-ჩელსი 1:4
გოლები: 0:1 პედრო (5), 0:2 აზარი (34), 1:2 ელფიკი (№6), 1:3 ვილიანი (71), 1:4 აზარი (90+1)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - სტანისლასი (78. რიტჩი), სურმენი, გოსლინგი, პიუ - გრაბანი (63. გრაბანი), კინგი (63. უილსონი)
ჩელსი (4-4-1-1): ბეგოვიჩი - ასპილიკუეტა, მიკელი, ივანოვიჩი, ბაბა - მატიჩი, ფაბრეგასი - პედრო, ვილიანი (83. ლოფტუს-ჩიკი), აზარი - კოსტა
გაფრთხილება: რიტჩი -
კუთხური: 10-7 ჯარიმა: 11-4 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 13(4)-16(4) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 11 365

ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 2:4
გოლები: 0:1 ლონგი (15), 0:2 ტადიჩი (39), 1:2 ვესტვუდი (45+1), 1:3 ტადიჩი (71), 2:3 ვესტვუდი (85), 2:4 მანე (90+4)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი (46. ტონერი), ლესკოტი, სისოხო - სანჩესი (68. გრილიში), გეიე, ვესტვუდი - ბაკუნა, სინკლერი, ჯ. აიუ (59. ჟესტედი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - რომეუ, ვანიამა (46. კლასი) - დევისი, რუტლეჯი (70. მანე), ტადიჩი - ლონგი
გაფრთხილება: ჰატონი, გეიე -
კუთხური: 6-11 ჯარიმა: 8-9 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 15(6)-17(7) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 29 729

24 აპრილი
სანდერლენდი-არსენალი 0:0
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული, ვან ანჰოლტი - კირხჰოფი (78. ლარსონი) - კატერმოლი, მ'ვილა, ხაზრი, ბორინი (74. უოტმორი) - დეფო
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - ელნენი, რემზი - სანჩესი, იოზილი (84. უილშირი), აივობი (71. უოლკოტი) - Hჟირუ (71. უელბეკი)
გაფრთხილება: ბორინი, ხაზრი - რემზი, ბელერინი, ელნენი, კოშელნი
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 10-8 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 12(3)-19(6) ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 45 420

ლესტერი-სუონსი 4:0
გოლები: 1:0 მაჰრეზი (10), 2:0 ულოა (30), 3:0 ულოა (60), 4:0 ოლბრაიტონი (85)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - კანტე, დრინკვოტერი, შლუპი (82. ოლბრაიტონი), მაჰრეზი - ულოა (79. კინგი), ოკაზაკი (73. გრეი)
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - ფერი (46. პალოსკი), კორკი, ბრიტონი - სიგურდსონი (76. კი) - ა. აიუ, რუტლეჯი (46. მონტერო)
გაფრთხილება: ჰუტი - ფერნანდესი, უილიამსი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 15-10 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 18(9)-9(1) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 31 962

25 აპრილი
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 23:00

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 23 - სერხიო აგუერო (სიტი); 22 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - ჯერმინ დეფო .

მომდევნო ტური
30 აპრილი:
უოტფორდი-ასტონ ვილა, ევერტონი-ბორნმუთი, ნიუკასლი-კრ. პალასი, სტოკი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი, არსენალი-ნორვიჩი

1-ლი მაისი:
სუონსი-ლივერპული, მანჩესტერი-ლესტერი, საუთჰემპტონი-სიტი

2 მაისი:
ჩელსი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული