კლუბის სახელი "არსენალია" და არა "არსენი"! - ლონდონში საპროტესტო აქცია დაიგეგმა

AutoSharing Option
"არსენალის" გულშემატკივრები ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში "ნორვიჩთან" გასამართ შეხვედრაზე გუნდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, ეს კი გულშემატკივრებს არ მოსწონთ და არ სურთ.

ფანთა დაჯგუფება Black Scarf Movement-მა განცხადებაც გაავრცელა.

"არსენალი" ახლა კრიზისშია. ყოველ წელს ერთსა და იმავე ჩავარდნებს ვადევნებთ თვალყურს და არსენ ვენგერის ახალი კონტრაქტით ეს ყველაფერი არ შეიცვლება.

კლუბის მფლობელები ეტყობა კმაყოფილნი არიან ჩემპიონთა ლიგიდან შემოსული ფინანსებით. ამიტომაც მწვრთნელი ვერანაირ ზეწოლას ვერ გრძნობს მანამ,
სანამ პრემიერლიგის ოთხეულიდან არ გავარდება. მაგრამ ოთხეული საკმარისი არ არის. ცვლილებების დროა!

ამ კლუბის სახელი "არსენალია" და არა "არსენი"!, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერლიგის 35 ტურის შემდეგ ლონდონურ კლუბს 64 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული