საუკუნის საოცრება - ევროპული მედია "ლესტერის" ჩემპიონობაზე

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონი გახდა გუნდი, რომლის შანსებსაც სეზონის დაწყებამდე 1-ს 5 000-თან განიხილავდნენ. გაცილებით უფრო რეალური პრემიერლიგიდან გავარდნა ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, კლაუდიო რანიერის "ლესტერ სიტის" გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდთა კოჰორტაში მოიხსენიებდნენ. "მელიებმა" კი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს ტიტული.

ვნახოთ, რას წერს ევროპული მედია წლის მთავარ საფეხბურთო (და არამარტო საფეხბურთო) სენსაციასთან დაკავშირებით.

Daily Telegraph, დიდი ბრიტანეთი
"ჩემპიონები! "ლესტერის" ოცნება კოეფიციენტით 5 000/1-თან საოცრად იქცა დიდებულ რეალობად".

Daily Express, დიდი ბრიტანეთი
"ედენმა ტიტული "მელიებს" გადასცა. აზარის გოლმა ბოლო წუთებზე "ლესტერის" ზღაპარი ცხადად აქცია".

Guardian, დიდი ბრიტანეთი
"ლესტერი" საოცრებათა ქვეყანაში".

The Times, დიდი ბრიტანეთი
"აზარმა "ლესტერი" ინგლისის ტახტზე აიყვანა".

Daily Mirror, დიდი ბრიტანეთი
"ისტორიის შემქმნელები". "ლესტერი" - ჩემპიონი 5 000/1-თან ალბათობით. დაუჯერებელია, "მელიებმა" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი ზღაპარი დაწერეს".

Mirror Sport, დიდი ბრიტანეთი
"ლესტერი" გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საოცარი ჩემპიონი, მას მერე, რაც "ჩელსიმ" "ტოტენჰემის" იმედები მოკლა".

Mirror Sport, დიდი ბრიტანეთი
"ლურჯებმა" შეძლეს ეს".

La Gazzetta dello Sport, იტალია
"მეფე კლაუდიო".

MARCA, ესპანეთი
"ოლე სტერი".

Mundo Deportivo, ესპანეთი
"საოცარი "ლესტერი".

AS, ესპანეთი
"საუკუნის საოცრება - "ლესტერი" ჩემპიონია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდეგ წელს ბორნმუთზე უნდა დავდო :დ
GGMU
17:39 03-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული