ფეხბურთელი "არსენალში" თავს არაკომფორტულად გრძნობს და ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის, დიდია. მისი არაკომფორტულობა პრემიერლიგის ბოლო ტურში "ნორვიჩთან" ჩატარებულ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა, როცა 84-ე წუთზე ცვლილების შემდეგ გაბრაზებულმა სტადიონი დატოვა.
სანჩესის მოქმედი კონტრაქტი ლონდონელებთან 2 წლის შემდეგ იწურება, მაგრამ ფეხბურთელით მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან, ამიტომ არაა გამორიცხული, ჩილელმა კლუბი რამდენიმე თვეში შეიცვალოს.