"არსენალი" ალექსის სანჩესს ახალ კონტრაქტზე ვერ ითანხმებს

AutoSharing Option
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" გუნდის ფორვარდ ალექსის სანჩესს ახალ კონტრაქტზე ვერ ითანხმებს.

ფეხბურთელი "არსენალში" თავს არაკომფორტულად გრძნობს და ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის, დიდია. მისი არაკომფორტულობა პრემიერლიგის ბოლო ტურში "ნორვიჩთან" ჩატარებულ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა, როცა  84-ე წუთზე ცვლილების შემდეგ გაბრაზებულმა სტადიონი დატოვა.

სანჩესის მოქმედი კონტრაქტი ლონდონელებთან 2 წლის შემდეგ იწურება, მაგრამ ფეხბურთელით მიუნხენის "ბაიერნი" და  "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან, ამიტომ არაა გამორიცხული, ჩილელმა კლუბი რამდენიმე თვეში შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული