პრემიერლიგა. XXXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: თითქმის სესკი და მესუთი

AutoSharing Option
* "ლესტერის" სასარგებლოდ ამ სეზონში 13 პენალტი დაინიშნა. ამდენივე პენალტი მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გუნდმა, ეს გუნდი "კრისტალ პალასია" (2004/05 წლების სეზონი).

* ლეიტონ ბეინსმა პრემიერლიგაში თავისი 350-ე მატჩი ჩაატარა.

* "ლესტერმა" "კანფეტების" კარისკენ 33-ჯერ დაარტყა, რაც ამ სეზონში ამ მხრივ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.

* კევინ მირალასმა ამ სეზონში 3 პრემიერლიგური გოლიდან 2 "ლესტერს" გაუტანა.

* ჯეიმი ვარდიმ ამ სეზონში მატჩის პირველი გოლი მე-12 შემთხვევაში გაიტანა, რაც ყველა ფეხბურთელზე კარგი შედეგია.

* "ტოტენჰემს" პრემიერლიგაში უკვე 68 გოლი აქვს გატანილი, რამდენიც აქამდე
"დეზებს" არ გაუტანიათ.

* ჰონ მინ სონმა პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერ პირველად გაიტანა.

* დუშან ტადიჩს პრემიერლიგაში დებიუტი 2014 წლის აგვისტოში ჰქონდა. იქიდან მოყოლებული დღემდე მას 19 საგოლე გადაცემა აქვს და მხოლოდ სესკ ფაბრეგასსა (25) და მესუთ იოზილს (23) ჩამორჩება.

* სტივენ დევისმა პრემიერლიგაში პირველად შეასრულა დუბლი.

* სერხიო აგუერომ ზედიზედ 6 ტურში პირველად მოახერხა გატანა. მან ასეთი რამ პირველად გააკეთა და აქამდე არც "სიტის" რომელიმე სხვა ფეხბურთელს გაუკეთებია იგივე.

* "სიტის" ამ სეზონში პირველი ხუთეულის გუნდებთან არც ერთი მატჩი არ აქვს მოგებული - 3 ფრე, 5 წაგება. კონკრეტულად "არსენალი" კი "ქალაქელებს" 6 მატჩია, არ დაუმარცხებიათ.

* "არსენალმა" მეტოქეს ზუსტად ორჯერ დაურტყა და ორივეჯერ გაუტანა.

* ოლივიე ჟირუმ 13 იანვრის მერე პირველად მოახერხა თავის გამოჩენა.

* ჟირუს დებიუტი პრემიერლიგაში 2012 წლის აგვისტოში შედგა. იქიდან მოყოლებული, ფრანგს თავით 18 გოლი აქვს გატანილი, რაც ყველაზე კარგი შედეგია.

* ხუან მატას საყვარელი მეტოქე "ნორვიჩია". მან "იადონების" კარში მე-5 გოლი გაიტანა.

* უეინ რუნი ახლა სესკ ფაბრეგასთან ერთად პრემიერლიგის ყველა დროის ასისტენტთა დავაში III-IV ადგილებს იყოფს (95 პასი).

* "ნორვიჩმა" "ქეროუ როუდზე" ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 2 ფრე, 5 წაგება.

* 2012 წლის აგვისტოს მერე "სუონსიმ" პირველად მოახერხა საგარეო შეხვედრაში 3 ან მეტი გოლის გატანა. მაშინ უელსელებმა "ქუინზ პარკი" დაამარცხეს ანგარიშით 5:0.

* ანდრე აიუმ ბოლო 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ამდენივე შეაგდო მან წინა 21-ში.

* "ვესტ ჰემს" მიყოლებით შვიდ შეხვედრაში 2 ან მეტი გოლი გაჰქონდა, მაგრამ "თეთრ გედებთან" ეს სერია შეწყდა.

* დიეგო კოშტამ ბოლო 14 პრემიერლიგურ მატჩში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა - 9 გოლი, 5 პასი.

* ფაბიო ბორინის "სანდერლენდის" მაისურით "ჩელსის" წინააღმდეგ ბოლო სამი მატჩიდან სამივეში აქვს გოლი გატანილი.

* ჯერმინ დეფოს, ყველა ტურნირის ჩათვლით, ამ სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი, რაც მინიმუმ 13 ბურთით მეტია, ვიდრე "შავი კატების" რომელიმე სხვა ფეხბურთელის მაჩვენებელი.

* "ჩელსიმ" პრემიერლიგაში 50-ზე მეტი გოლი (51) პირველად გაუშვა 1996/97 წლების სეზონის მერე, როდესაც ჩემპიონატი 55 გაშვებული ბურთით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული