პრემიერლიგა. გამოთხოვება "აპტონ პარკთან" და... ჩემპიონთა ლიგასთან? [VIDEO]

AutoSharing Option
"ბოლეინ გრაუნდი" იგივე "აპტონ პარკი" ფეერიული თამაშით დაგვემშვიდობა - უკანასკნელ მატჩს თან ახლდა დრამა, ფანების დაპირისპირება, გოლები და ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი მოგვწონს.

ლუი ვან გაალის "იუნაიტედმა" "სიტის" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა.

თამაში 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი კი მანჩესტერელთა დაგვიანებაა, "ვესტ ჰემის" მფლობელმა დევიდ სალივანმა შენიშნა, რომ მის გუნდს რომ დაეგვიანებინა, რა თქმა უნდა, მას არავინ დაელოდებოდა და წაგებას ჩაუთვლიდნენ.

სტუმართა დაგვიანებამ "ვესტ ჰემის" ფანების აგრესია გამოიწვია, რაც თავის თავზე "იუნაიტედის" ავტობუსმა იწვნია. ლონდონელთა ფანებმა ავტობუსს სხვადასხვა საგანი დაუშინეს,
ჩატყდა მინები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი.

ვან გაალმა ჯერ კიდევ თამაშამდე დაიზღვია თავი - ეს არეულობა ჩემი ბიჭების თამაშზე, რა თქმა უნდა, აისახებაო.

5-გოლიან თრილერში კი "ვესტ ჰემმა" იმარჯვა 3:2 და სტადიონს თავაწეული დაემშვიდობა, მომდევნო სეზონიდან "ჩაქუჩები" ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე გადადიან.

მასპინძლები დიარფა სახომ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში ანტონი მარსიალმა გაიბრწყინა და მასპინძლებს ორი გოლიც გაუტანა, მაგრამ დე ხეას და კომპანიის სიხარული ნაადრევი გამოდგა - "ვესტ ჰემმა" ისევ იმძლავრა, ჯერ მაიკლ ანტონიომ გაათანაბრა, ხოლო უინსტონ რიდმა გამარჯვების გოლით ბილიჩის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. გადადებული მატჩი
10 მაისი
ვესტ ჰემი-მანჩესტერი 3:2
გოლები: 1:0 სახო (10), 1:1 მარსიალი (51), 1:2 მარსიალი (72), 2:2 ანტონიო (76), 3:2 რიდი (80)
ვესტ ჰემი (4-4-2): რენდოლფი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრესველი - ლანსინი (84. ობიანგი), კუიატე, ნოუბლი, პაიე (91. ე. ვალენსია) - სახო (85. ტომკინსი), კეროლი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა - ა. ვალენსია (87. იანუზაი), სმოლინგი, ბლინდი, როხო - შნეიდერლენი (46. კერიკი) - მატა, ანდერ ერერა (83. ლინგარდი), რუნი, მარსიალი - რაშფორდი
გაფრთხილება: კეროლი - მარსიალი, ვალენსია, ერერა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 6-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-3 (5-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 34 602

ოთხშაბათი. 11 მაისი
XXX ტურიდან
სანდერლენდი-ევერტონი 22:45
ლივერპული-ჩელსი 23:00

XXXV ტურიდან
ნორვიჩი-უოტფორდი 22:45

ბომბარდირები: 25 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 24 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 15 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული