"ლესტერს" "დეპორტივოს" 27 წლის ფორვარდის გადაბირება სურს
AutoSharing Option
"ლესტერმა" თვალი "დეპორტივოს" 27 წლის ფორვარდ ლუკას პერესს დაადგა. მას პირველი წრე გაცილებით უკეთესი ჰქონდა, ვიდრე - მეორე, მაგრამ ჯამში სეზონი შთამბეჭდავი გამოსდის და ლაკორუნიელების საუკეთესო ბომბარდირიცაა.
გარდა ამისა, კლაუდიო რანიერი თავადაც აღარ მალავს, რომ მისი კლუბი სერია B-ს ბინადარ "პესკარას" თავდამსხმელით, 26 წლის ჯანლუკა ლაპადულათია დაინტერესებული, რაზეც ადრე უკვე გაუწყეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"