"ევერტონი": რობერტო მარტინესს სეზონის ჩამთავრება არ აცალეს

AutoSharing Option
რობერტო მარტინესს სეზონის ბოლომდეც აღარ აცალეს. გუშინ "ევერტონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ რობერტო მარტინესთან თანამშრომლობას წყვეტს. გუნდი მე-12 ადგილზეა, არც ასოციაციის თასის ფინალში გასვლა გამოუვიდა და საშინაო შეხვედრებში მხოლოდ 5 გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ასეთი ცუდი შედეგი საშინაო თამაშებში მერსისაიდელებს 1981 წლის მერე არ ჰქონიათ, რის მერეც მოგებაზე გუნდებს 3 ქულა ეწერებათ. "კანფეტებს" ახალი მმართველი ჰყავთ ფარჰად მოშირის სახით, რომელსაც დიდი გეგმები აქვს და გაირკვა, რომ მის გეგმებში მარტინესთან თანამშრომლობა აღარ შედის. სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობამ გააუქმა სეზონის დასრულებისთვის მიძღვნილი ბანკეტიც.

ჯერჯერობით
უცნობია, ვინ იქნება "კანფეტების" მომავალი მწვრთნელი. ლაპარაკობენ მარსელო ბიელსაზე, ასევე, დევიდ მოიესის შესაძლო დაბრუნებაზე და კიდევ არაერთ ვარიანტზე.

42 წლის მწვრთნელს წასვლა ძალიან არ უნდოდა, მაგრამ ფაქტია, მან გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი ვერ დანერგა და სტაბილურად ვერ აათამაშა, რაზეც თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ "ევერტონმა" 18 ქულა დაკარგა ისეთ სიტუაციებში, როდესაც მატჩში წინ გადიოდა. ბოლო ორი სეზონის ჯამში "ევერტონმა" მხოლოდ 22 მატჩი მოიგო, ანუ მხოლოდ ერთით მეტი, ვიდრე 2013/14 წლების სეზონში.

გარდა ამისა, გუნდი ძალიან ბევრს უშვებდა. ბოლოს "ევერტონის" ფანები სულ უფრო და უფრო აქტიურად აფრიალებდნენ ბანერებს წარწერით: "რობერტო, წასვლის დროა".

მსგავსი შინაარსის წინადადებამ, შვეულმფრენის დახმარებით, "ბორნმუთთან" მატჩისას სტადიონის თავზეც გადაიფრინა, პროტესტანტმა ფანებმა ამის ორგანიზება მოახდინეს. მარტინესს "გუდისონ პარკზე" კარიერა არ აეწყო, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერი სპეციალისტია და სავარაუდოდ, ახალი სამსახურის პოვნა არ გაუჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ammogebit verczemotmidioda da arcqvemot modioda da naglad misca tamashi sanderlends..aseti tamashebiiyo amdgeebshi uamravi racunda ragac berketebit aikrzalos.
0
მოიესი მაგარი იქნება
vasikobasiladze
13:25 13-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული