* ოლივიე ჟირუს პირველი პრემიერლიგური ჰეთ თრიკი იყო 37-ე, რომელიც "არსენალის" ფეხბურთელმა შეასრულა, რაც ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია.
* მესუთ იოზილმა ამ სეზონში 146 საგოლე შანსი შექმნა, რაც 2003/04 წლების სეზონის მერე საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერლიგაში (ანუ იმ დროიდან, რაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან). გერმანელმა სეზონი 19 საგოლე პასით დაასრულა და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ტიერი ანრის ჰქონდა 2002/03 წლების სეზონში (20 პასი).
* "ლესტერმა" პრემიერლიგა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მხოლოდ
* უეს მორგანი გახდა მესამე ფეხბურთელი (მეკარეების გარდა), რომელმაც პრემიერლიგის გამარჯვებული გუნდის რიგებში მთელი სეზონის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა.1992/93 წლების სეზონში ეს გარი პალისტერმა გააკეთა, ხოლო 2014/15 წლების სეზონში - ჯონ ტერიმ.
* "ლესტერმა" ბოლო 22 პრემიერლიგური საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო - 13 მოგება, 7 ფრე. "მელიებმა" საგარეო შეხვედრებში ყველაზე მეტი, 39 ქულა დააგროვეს.
* სესკ ფაბრეგასმა ამ სეზონში თავისი ხუთივე გოლი გუს ჰიდინკის მოსვლის მერე გაიტანა (20 მატჩში). იქამდე, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრაში არც ერთი არ გაეტანა.
* "სიტის" ბოლო ტურის 7 მატჩიდან, რომელიც გასვლაზე უწევდა, მხოლოდ 1 აქვს მოგებული (3 ფრე, 3 წაგება).
* ანდრე აიუმ თავის უკანასკნელ 3 მატჩში იმდენივე გოლი (4) გაიტანა, რამდენიც წინა 23 შეხვედრაში ერთად.
* "ტოტენჰემმა", 1995 წლის მერე პირველად, სეზონის "არსენალზე" წინ ჩამთავრების შანსი ხელიდან გაუშვა, წააგო რა გავარდნილ "ნიუკასლთან" 1:5. მაურისიო პოჩეტინომ მატჩს თავისი ყველზე ცუდი შეხვედრა უწოდა, რაც "დეზების" თავკაცის პოსტზეა.
* პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ გუნდს ფეხბურთელი გაუძევეს და 5 ან მეტი გოლი გაიტანა. "ნიუკასლამდე" ეს "სიტიმ" გააკეთა, როდესაც 2003 წლის ოქტომბერში "ბოლტონს" 6:2 მოუგო.
* ჯორჯინიო ვეინალდუმმა სეზონი 11 გოლით დაასრულა. მან 11-ივე "სენტ ჯეიმს პარკზე" გაიტანა.
* ალექსანდრ მიტროვიჩმა ერთ მატჩში გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და წითელი ბარათიც მიიღო. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ 5 ფეხბურთელს გაეკეთებინა - ჩარლი ოსტინს, შონ ბარტლეტს, მარკ-ანტუან ფორჩუნს, მარკ ვიდუკასა და ბობი ზამორას.
* სადიო მანემ პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
* მაიკლ ანტონიომ სეზონი 8 გოლითა და 3 საგოლე პასით დაასრულა. "ვესტ ჰემში" ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ დიმიტრი პაიეს აქვს, რომელმაც 21 გოლში მიიღო მონაწილეობა.
* სალომონ რონდონმა ამ სეზონში მატჩებში ანგარიში 8-ჯერ გახსნა. ამაზე მეტჯერ ამის გაკეთება მხოლოდ ჰარი კეინმა (9) და ჯეიმი ვარდიმ (12) მოახერხეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"