ლუი ვან გაალი ამბობს, რომ ფანებს ზედმეტად დიდი მოლოდინები აქვთ ხოლმე და ამიტომ, რეალობას არაადეკვატურად აფასებენ.
თუმცა ჰოლანდიელს ალბათ ავიწყდება, რომ ტრანსფერებში გვარიანად დაიხარჯა, ხოლო ჩემპიონი ის გუნდი გახდა, რომლის ძირითადი შემადგენლობაც 22,5 მილიონ გირვანქად ფასობდა. მხოლოდ მემფის დეპაიში ვან გაალმა დაახლოებით ორჯერ მეტი გადაიხადა.
"ჩვენ გარდამავალ პეროდში ვართ, ეს თავი
რასაკვირველია, ჩვენი მიზანი იყო და არის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და იქ წარმატებით თამაში, "მანჩესტერის" ადგილი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მოლოდინი ძალიან დიდია ხოლმე, ხშირად ზედმეტად დიდიც კი.
ფანების მესმის, მაგრამ ყველამ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და გაანალიზოს" - განაცხადა ვან გაალმა.
ჰოლანდიელს შანსი აქვს სეზონი ტიტულით ჩაამთავროს თუ 21 მაისს "უემბლიზე" ასოციაციის თასის ფინალში "კრისტალ პალასს" დაამარცხებს. "წითელი ეშმაკები" 2013 წლის მერე უტიტულოდაა.
* * *
ლონდონური გუნდის თავკაცი ალან პარდიუ ამბობს რომ ასოციაციის თასის ფინალში "კრისტალ პალასის" მოგება თუნდაც იმიტომ იქნება კარგი და საჭირო, რომ ინგლისელი სპეციალისტი ტიტულს მოიგებს, რაც ინგლისში უკვე დიდი იშვიათობაა…თუ პარდიუ მოიგებს, მას ავტომატურად ახალ კონტრაქტს გაიუფორმებენ. თუმცა ვერმოგების შემთხვეავშიც შანსი იმისა, რომ იგი "არწივებში" დარჩეს დიდია.
თუ პარდიუ მოგებას მოახერხებს ის პრემიერლიგის ეპოქაში მხოლოდ მესამე ინგლისელი მწვრთნელი იქნება ვინც ტიტულს წაეთამაშება.
კონკრეტულად პრემიერლეიგა საინაუგურაციო სეზონის მერე, ანუ 1992 წლის მერე არც ერთ იგნლისელ მწვრთნელს არ მოუგია. ეს სეზონი კი ამ მხრივ საერთოდ კატასტროფული გამოდგა. ინგლისელი მწვრთნელების გუნდები ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.
უშუალოდ ასოციაციის თასი ინგლისელებს აქამდე ორჯერ აქვთ მოგებული და პარდიუ გამარჯვების შემთხვევაში, მესამე გახდება. 1995 წელს ჯო როილმა ტიტული "ევერტონთან" ერთად მოიგო, სხვათა შორის, ფინალში სწორედ "მანჩესტერი" დაამარცხა. 2008 წელს კი გამარჯვება ჰარი რედნაპმა მოიპოვა, რომელსაც ტრიუმფალური სეზონი "პორტსმუთთან" ერთად გამოუვიდა (ფინალში "კარდიფს" მოუგო).
ამ ეტაპზე პრემიერლიგაში 4 ინგლისელი მწვრთნელია - პარდიუს გარდა, "სანდერლენდის" სემ ელარდაისი, "ბორნმუთის" ედი ჰაუ და თავის "ბარნლისთან" ერთად დაბრუნებული შონ დაიჩი.
"ეს მხოლოდ ჩემთვის და კლუბისთვის არ იქნება წარმატება. ვფქირობ, "კრისტალ პალასის" გამარჯვება ინგლისელი მწვრთნელებისთვის იქნება დიდი წარმატება და მნიშვნელოვანი ამბავი. ინგლისელს მწვრთნელებს ცუდი პრესა აქვთ. ჩემთვის, როგორც ინგლისელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომეტია, დიდ წარმატებას მივუახლოვდი და ყველანაირად ვეცდები რომ ვიმარჯვო" - აღნიშნა პარდიუმ.
ყველაზე დიდ წარმატებებს პრემიერლიგის ეპოქაში ინგლისლელი მწვრთნელები ლიგის თასზე აღწევდნენ - 1994 და 1996 წელს "ასტონ ვილასთან" ერთად შესაბამისად, რონ ატკინსონმა და ბრაიან ლიტლმა იმარჯვეს, როი ევანსმა 1995 წელს "ლივერპულთან" ერთად მოიგო ლიგის თასი, სტივ მაკლარენმა კი 2004 წელს "მიდლსბრო" მიიყვანა ტრიუმფამდე.
საინტერესოა, რომ 1990 წელს "კრისტალ პალასმა" ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერთან" წააგო. პირველი მატჩი 3:3 დასრულდა და გადათამაშებაში "წითელმა ეშმაკებმა" "არწივებს" 1:0 მოუგეს. პარდიუ მაშინ "პალასში" თამაშობდა.
"მე მინდა, რომ ეს და ძველი დაპირისპირება ერთმანეთთან არანაირად არ გავაიგივოთ და არ დავაკავშიროთ, რადგან 1990-იანი წლების ეპოქასა და ერას დღევანდელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს" - დასძინა პარდიუმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"