BBC: გრანიტ ჯაკა ლონდონის "არსენალში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
როგორც BBC იტყობინება, ლონდონის "არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მიუნხენგლადბახიდან" გრანიტ ჯაკას დაიმატებს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბებმა მოლაპარაკებები წარმატებულად დაასრულეს და ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება. უახლოეს დღეებში ჯაკა "არსენალში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში, ჩატარებულ 36 შეხვედრაში ჯაკას ანგარიშზე 3 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული