ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გაათავისუფლა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტისთვის მანკუნიანელები ჰოლანდიელს კომპენსაციის სახით 5 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. გარდა ამისა, ინგლისის თასის მოგებისთვის, ვან გაალი დამატებით 400 000 ფუნტს მიიღებს.

ვან გაალთან ერთად, კლუბს მისი ასისტენტი რაიან გიგზიც დატოვებს, რომელსაც ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა არ სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვან გაალს სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტი ჩაანაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიგზს არ სურს თუ მოურინიოს არ ჭირდება უელსელი არაფერში?!...
levan
09:39 24-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული