გავრცელებული ცნობებით, მერსისაიდელები კოლო ტურესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებენ. ასე რომ, 35 წლის კოტდივუარელს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.
"სიმართლე ითქვას, ჩემს მომავალზე ვერაფერს გეტყვით. უმჯობესია, კითხვები მთავარ მწვრთნელს დაუსვათ. რასაკვირველია, დარჩენა მინდა, "ლივერპული" დიდებული კლუბია, თუმცა მწვრთნელს თავისი გეგმები აქვს და მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდები" - თქვა ტურემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"