ოფიციალურად: გრანიტ ჯაკა ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა ლონდონის "არსენალში" გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

არაოფიციალური ინფორმაციით, "არსენალმა" შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 43 მილიონი ევრო გადაიხადა.

გასულ სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა 36 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული