ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კვირაში 290 ათასი ევრო მოსთხოვა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც პარიზული კლუბის დატოვების სურვილის შესახებ გამოაცხადა, ამჟამად მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მართავს, - ირწმუნება The Guardian-ი.

წყაროს ცნობით, შვედ თავდამსხმელს მანჩესტერულ კლუბში გადასვლა სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მომავალ კლუბთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ ჩქარობს. ამასთან, იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელს ხელფასად კვირაში არანაკლებ 290 ათასი ევრო სურს.

იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა ჟოზე მოურინიომ უნდა თქვას, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად უახლოეს მომავალში
დაინიშნება. ის უკვე აწყობს სატრანსფერო გეგმებს და ზლატანის ვარიანტსაც განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული