ანტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მაისის საუკეთესო ფეხბურთელად ანტონი მარსიალი დასახელდა.

20 წლის ფორვარდმა ხმების 49% დააგროვა და უეინ რუნისა (36%) და ანტონიო ვალენსიას (15%) გადაუსწრო.

გამოკითხვაში მონაწილეობა 100 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო.

ეს ჯილდო ფრანგი ფორვარდისთვის ინგლისურ კლუბში მეორე გახდა. ფანებმა ის საუკეთესოდ 2015 წლის დეკემბერშიც დაასახელეს.

გასულ თვეს მარსიალმა 4 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული