თებერვალში "მელიებმა" ვარდისთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს, რომლის მიხედვით, ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 75 ათას ფუნტამდე გაიზარდა, მაგრამ ახლა "ლესტერი" ლონდონის "არსენალის" შეთავაზების გაუმჯობესებას ცდილობს და მზად არის, 29 წლის ფორვარდს კვირაში 125 ათასი ფუნტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
"მეთოფეებს" კი იმედი აქვთ, რომ ვარდის ტრანსფერს ევრო 2016-ის დაწყებამდე გააფორმებენ. ლონდონელები იმის გამო ნერვიულობენ, რომ შესაძლოა, ვარდის წარმატებულმა გამოსვლამ ტურნირზე ფეხბურთელზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ვარდიმ 2015/16 წლების